ხელმძღვანელის დრო

როდესაც ხელმძღვანელი ამბობს, ძალიან დაკავებულია და დრო არ აქვს ამა თუ იმ რაღაცის გასაკეთებელად ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ეს საქმე მისთვის საკმარისად პრიორიტეტული არ არის. თუ გვინდა, მისი დრო მოვიპოვოთ, ამის მხოლოდ ერთი გზა არსებობს – დავუსაბუთოთ მას ამ საქმის გაკეთების მნიშვნელობა.

ამას წინათ გვქონდა შემთხვევა, ერთ-ერთი ორგანიზაციის პირველი პირი სტრატეგიის ფორმირების გასვლით ღონისძიებაზე არ მოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ დანარჩენი ტოპ – მენეჯერები, საშუალო რგოლის ყველა ხელმძღვანელი ესწრებოდა შეკრებას, ძალიან აქტიურ მონაწილეობასაც იღებდნენ, მიღებული გადაწყვეტილებებითაც კმაყოფილები დარჩნენ და გეგმის განხორციელების სურვილიც დიდი აქვთ, საბოლოო ჯამში ამ გეგმის უდიდესი ნაწილი მაინც ვერ განხორციელდება.

სამწუხაროა, რომ ვერც ჩვენ და ვერც მისმა კოლეგებმა ვერ მოვახერხეთ, ის ამ ღონისძიების მნიშვნელობაში დაგვერწმუნებინა და დავკარგეთ ამდენი დრო საქმეზე, რომელსაც, საბოლოოდ, თითქმის არანაირი მნიშვნელოვანი შედეგი არ მოჰყვება. სავარაუდოდ შერჩეული პროექტების და ღონისძიებების პასუხისმგებლებზე განაწილებას და განხორციელების ვადების განსაზღვრასაც კი ვეღარ მოახერხებენ სწორედ იმის გამო, რომ პირველ პირს არც ის გეგმა ესმის და ვერც მის მნიშვნელობას ხვდება.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება