ქართული ინტერნეტ სივრცის განვითარება დღეს ინტერნეტ-პროვაიდერებისთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი ამოცანაა ვიდრე ინტერნეტ-მომხმარებლების რაოდენობის ზრდა ან მათ მიერ ინტერნეტის მოხმარების სტიმულირება ზოგადად.
ვისაც ინტერნეტთან აქტიური შეხება აქვს კარგად იცის, რამდენად განუვითარებელია ამ მხრივ ქართული სივრცე. ანუ ადამიანები რომლებიც დღეს უცხო ენებს (როგორც ინგლისურს ისე რუსულს) სათანადოდ ვერ ფლობენ ინტერნეტისგან რაიმე სახის სარგებლის მიღება დღეს ძალიან გაუჭირდებათ. არ არსებობს პროფესიული, ინტერესების სფეროების მიხედვით, ასაკობრივი თუ სხვა ტიპის მსგავსი მომხმარებლებისთვის თემატური რესურსები. მოკლედ მოწყენილობაა ქართულენოვან სივრცეში. ამ პირობებში მასივების, რეგიონების, საშუალო ასაკის მომხმარებლების აქტიური ჩართვის სტიმულირებას დიდი არაფერი შედეგი არ შეიძლება ჰქონდეს.
შესაბამისად ვფიქრობთ დროა ინტერნეტ-პროვაიდერებმა ამ საკითხს უფრო მეტი დრო დაუთმონ. ამით გაზრდიან მომხარებლების რიცხვსაც, მათ მიერ ქსელში დახარჯულ დროსაც და რაც მთავარია ინტერნეტის თვითღირებულებასაც შეიმცირებენ. ამისთვის კი საჭიროა, რომ არა მარტო საკუთარი ინტერნეტ პროექტები განავითარონ (რაც ვერანაირად ვერ იქნება საკმარისი ინტერნეტის მრავალფეროვანი შესაძლებლობების გამოსაყენებლად) არამედ დაიწყონ აქტიური ძიება საინტერესო ინტერნეტ პროექტების იდეების და აქტიურად შეუწყონ ხელი მათ განვითარებას რათა რაც შეიძლება მეტი წარმატებული პროექტი განხორციელდეს, ბევრი რესურსი შეიქმნას და ქართული სივრცეც მნიშვნელოვნად გააქტიურდეს.
არჩილი
on Aug 3rd, 2009
@ 16:30:
კარგი აზრია. შეჯიბრიც კი შეიძლება გამოცხადდეს ვებ დიზაინერებს შორის რაღაც საინტერესო შინაარსის საიტის გაკეთებაზე და ჯილდოდ ამ ვებ დიზაინერის სახელის გაპიარება, ამ საიტის უფასო ჰოსტინგი და ბევრი ეგეთი სასარგებლო რამ შეიძლება დადგინდეს
ირაკლი
on Aug 3rd, 2009
@ 18:17:
აზრი თავისთავად სწორია. ამასთან უნდა ითქვას, რომ კარგი რესურსის შექმნა ქართულ ენაზე მძიმე და საკმაოდ ძვირი საქმეა. ეს კი იმას ნიშნავს რომ ამ მიმართულებით ყველაზე უფრო დიდი პოტენციალის მატარებელი ადამიანები – ანუ ახალგაზრდები ვერ შეძლებენ ამ ტიპის წამოწყებების საკმარისად სწრაფად და ხარისხიანად გაკეთებას. რესურსში მთავარია შინაარსი (content), რაც ნაკლებადაა ვებდიზაინერების ან ვებმასტერების საქმე ეს უფრო იმ ადამიანის საქმეა ვისაც ესმის ესა თუ ის სფერო და შეუძლია მასში შინაარსზე მუშაობა. აქედან კი გამომდინარეობს შემდეგი მოსაზრება. მარტო ISP-ებმა არ უნდა მოკიდონ ამ საქმეს ხელი, არამედ სხვა ორგანიზაციებმა რომლებსაც აქვთ ინტერესეი კონკრეტულ სფეროებში. საინტერესო იდეები კი ფეხის ყოველ ნაბიჯზეა…
გუგა
on Aug 3rd, 2009
@ 18:38:
ქართული ინტერნეტის (როგორც იტყვიან .ჯი ნეტის) განვითარება ნამდვილად აუცილებელია, რადგან დღესდღეობით ძალიან მწირი რესურსებია ჩვენს სივრცეში და ძირითადად ე.წ. ვარეზ საიტებით არის გაჯერებული.
თუმცა ამის ძირითადი მიზეზი არის ის ფაქტი, რომ ქართული ბაზარი პატარაა და აქედან გამომდინარე ვებ-გვერდის ავტორების ფინანსური დაინტერესება დაბალია. თუმცა ძალიან ბევრი ახალგაზრდა ეუფლება/ფლობს ვებ-გვერდების შექმნის ტექნოლოგიებს და შესაძლებელია მათ შორის მცირებიუჯეტიანი კონკურსების ორგანიზება.
ირაკლი
on Aug 4th, 2009
@ 16:18:
ბაზარი მართაც პატარაა და მილიონებს ვერასოდეს მოგცემს, მაგრამ ისიც სათქმელია რომ ამონაგები ინვესტიციაზე საკმაოდ დიდია საწყისი და საოპერაციო ხარჯების გათვალისწინებით. ამასთან არ არის აუცილებელი რესურსი ცალკე იყოს შემოსავლის მომტანი, არის სინერგიების უამრავი შესაძლებლობა კარგი ინტერნეტ რესურსების გამოყენებით