ადამიანების სევდა

ადამიანებს ყველაზე მეტად, ალბათ, მათი წარუმატებელი ცხოვრება ადარდებთ. თან სულ უფრო მეტად, რაც მეტი დრო გადის. თუ ხელმძღვანელები იმაზე იზრუნებენ, რომ ადამიანებს ეს დარდი არ გაუჩინონ, ეცდებიან მათი შესაძლებლობები დაინახონ და ბოლომდე გამოიყენონ, ამით დაეხმარებიან გახდნენ წარმატებულები იქ, სადაც მუშაობენ და თვისებებიც ამის შესაბამისი შეიძინონ. ასე დიდხანს შეინარჩუნებენ კადრებსაც და ორგანიზაციასაც ბევრ სასარგებლოს გაუკეთებენ.

რაც უფრო დიდი იქნება წარმატებულობის შეგრძნება თანამშრომლებში, მით უფრო ნაკლები იქნება იმის განცდა, რომ ისინი ამ ორგანიზაციაში ყველაზე მნიშვნელოვანს – დროს კარგავენ და მით უფრო დიდია იმის ალბათობა, რომ დიდხანს და მოტივირებულად იმუშავებენ.

ცალკეული თანამშრომლების შემთხვევაში წარმატებულობის შეგრძნებამ შესაძლოა წასვლის და კიდევ უფრო დიდი წარმატების მიღწევის სურვილი გააჩინოს, მაგრამ, ასეც რომ მოხდეს, დასანანი არაფერია. რაც უფრო დიდი იქნება წარმატება, რომელსაც ჩვენი თანამშრომლები მიაღწევენ და ამასთან არ აქვს მნიშვნელობა ორგანიზაციის შიგნით თუ სხვაგან, მით უფრო უკეთესი იქნება ჩვენთან მუშაბის დამწყებთა ნაკადი და მით უფრო მეტი შესაძლებლობები იქნება მთელი ორგანიზაციისათვის უფრო დიდი და სტაბილური წარმატებების მისაღწევად.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება