დღეს ქართული ორგანიზაციების დიდი ნაწილი ძირითადად ოპერაციულად იმართება, ანუ წამოჭრილი საკითხების მიხედვით მიიღება გადაწყვეტილებები, სპონტანურად იბადება იდეები და ქაოსურად მიმდინარეობს ამ იდეების განხორციელების პროცესიც. მნიშნელოვანია, რომ ორგანიზაციები ოპერაციული მართვიდან პროგრამულ მართვაზე გადავიდნენ.
ამისთვის, პირველ რიგში, უნდა გამოიყოს 3-5 ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა ორგანიზაციისათვის. მათი გადაწყვეტის საშუალო და გრძელვადიანი გეგმები დამუშავდეს, შეთანხმდეს მენეჯმენტის წევრებს შორის და განაწილდეს პასუხისმგებლობები მათ განხორციელებაზეც.
მართვის ასეთი სტილი რესურსების უფრო ეფექტიან ხარჯვასაც გამოიწვევს, ორგანიზაციასაც გრძელვადიან პერიოდში უზრუნველყოფს წარმატებული შედეგებით, მისცემს მას საშუალებას შექმნას, დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნოს კონკურენტული უპირატესობები და უკეთ შეასრულოს საკუთარი დანიშნულება.