ბიზნეს-პროცესების განვითარების ბიზნეს-პროცესი

ნებისმიერი ორგანიზაციის საქმიანობის როგორც დადებით, ისე უარყოფით შედეგს მნიშვნელოვნად (თუ სრულად არა) განსაზღვრავს სტრატეგია, რომლითაც მენეჯმენტი მოქმედებს, სტრუქტურა – თუ როგორ არის განაწილებული როლები, პასუხისმგებლობა და ძალაუფლება ადამიანებს შორის და ბიზნეს-პროცესები – რამდენად გამართულად და სწორად მიმდინარეობს ის.

იმისთვის, რომ ბიზნეს-პროცესები ყოველთვის მეტ-ნაკლებად წესრიგში იყოს, პერიოდული გადახედვა სჭირდება. დიდ ორგანიზაციებში, ხშირ შემთხვევაში, სპეციალური სამსახურები აქვთ ამ თემაზე მუდმივად სამუშაოდ. ყველა დანარჩენში კი ეს შეიძლება შემდეგნაირად გაკეთდეს:

1. ორ ან მაქსიმუმ სამ წელიწადში ერთხელ უნდა შევქმნათ სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელსაც, პირველ ეტეპზე მთავარი, 20-30 პროცესის ჩამოწერა უნდა დავავალოთ. მომსახურების, წარმოების, გაყიდვების, მხარდაჭერის, განვითარების პროცესებიდან უნდა გამოიყოს ის ძირითადები, რომლებიც ორგანიზაციის შედეგებზე და განვითარების ტემპებზე ყველაზე დიდ გავლენას ახდენენ;

2. უნდა შევქმნათ პროცესების განვითარების საბჭო, რომელშიც უნდა შევიყვანოთ ყველა ძირითადი სამსახურის წარმომადგენელი. ამ საბჭოს ყოველკვირეული შეკრება და სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული წინადადებების განხილვა უნდა დავავალოთ;

3. სამუშაო ჯგუფმა თანმიმდევრულად უნდა დაიწყოს თითოეული ჩამოწერილი პროცესის მდგომარეობის გაცნობა, ხელახლა გაიაზროს პროცესების მიზნები, მთავარი სტრატეგიის ჩამოყალიბება, პროცესის ხელახალი აღწერა, დეტალური ინტერვიუების შედეგად ამ ახალი სქემის ტესტირება პროცესში ჩართულ პირებთან, პროცესის დეტალური სქემის, აღწერისა და იმპლემენტაციის გეგმის მომზადება;

4. საბჭო კვირაში ერთხელ უნდა შეიკრიბოს, განიხილოს სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული პროცესების მიზანი, სტრატეგია, სქემა და იმპლემენტაციის გეგმა. დააკორექტიროს საჭიროებისამებრ და რეკომენდაციების სახით გადასცეს გენერალურ დირექტორს ან დირექტორატს დასამტკიცებლად;

5. სამ თვეში ერთხელ პროცესების განვითარების საბჭომ უნდა გააკეთოს დეტალური ანგარიში დირექტორატისათვის განხილული პროცესების, მიღებული გადაწყვეტილებებისა და მათი დანერგვის მიმდინარეობის შესახებ.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — ჯერ არ შეფასებულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება