რა გამოუყენებელი შესაძლებლობა არსებობს „პოპულის“ სუპერმარკეტების ქსელში

იქნება შთაბეჭდილება, რომ დღეს პოპულის ქსელს  გაყიდვების რიცხვი საგრძნობლად შეუმცირდა. ფინანსურმა სირთულეებმა განაპირობა ის, რომ მომხმარებლებმა ბაზრობებს მიაშურეს, რადგანაც ბევრი პროდუქციის შეძენა პოპულის ქსელში საკმაოდ მაღალ ფასებთან ასოცირდება. საუკეთესო გამოსავალი შეიძლება იყოს ერთჯერადი აქციები, რომელიც პერმანენტულ სახეს მიიღებს და მომხმარებლებს ლოიალურობას გაუზრდის, თან გაყიდვების რიცხვსაც დადებითისკენ შეცლის. მაგალითად  კვირაში ერთ დღეს გამოაცხადოს აქცია სპეციალურად დედებისთვის, სადაც ფასდაკლებით გაიყიდება ბავშვის მოვლის და კვების საშულებები. ამას გარდა სანამ ზაფხულის სეზონი დასასრულს მიუახლოვდება, პიკს აღწევს ქალაქიდან დამსვენებლების გადინება. აგარაკებზე დამსვენებლების უმრავლესობა თანხის დაზოგვის მიზნით პროდუქტებს იმარაგებს ბაზრობებზე განსხვავებით სუპერმარკეტების ქსელისგან. კარგი იქნება თუ პოპული გამოიყენებს ამ შესაძლებლობას. პარასკევს საღამოს და შაბათს მთელი დღის განმავლობაში დააწესოს დამატებითი ფასდაკლება  სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე: კიტრზე, პომიდორზე, კარტოფილზე და ა.შ. ამ აქციამ შესაძლებელია უბიძგოს დამსვენებლებს ჩაანაცვლონ ბაზრობები პოპულის მაღაზიებით, სადაც ბაზრობის ფასად და კომფორტულად შეძლებენ სასურველი პროდუქციის შეძენას. სავარაუდოდ, ასეთი  ტიპის  ერთჯერადი აქციები  წარმატებული იქნება.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 3.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

4 კომენტარი to “რა გამოუყენებელი შესაძლებლობა არსებობს „პოპულის“ სუპერმარკეტების ქსელში”


  1. ირაკლი
    on Aug 6th, 2009
    @ 14:28

    ერთჯერადი აქციები რომლები ხ პერმანენტულ ხასიათს მიიღებს? სოციალიზმი ადამიანური სახით? მრგვალი ოთხკუთხედი?

    ბრავო! ვგიჟდები ოქსიმორონებზე


  2. გიგა
    on Aug 14th, 2009
    @ 11:58

    უნდოდა ეთქა ერთდღიანი აქციები.


  3. გიორგი
    on Aug 19th, 2009
    @ 13:49

    მაინც არაფერი ეშველება, სანამ ასეთი დემოტივირებული ადამიანები ჰყავთ კონსულტანტებად, სანამ ასეთი საშინელი პიარი აქვთ და ინფორმაციას არ გაწვდიან არაფერზე, სანამ ძველ პროდუქტებს ყიდიან და სანამ მომხმარებლის და თანამშრომლის ხმას არ გაიგონებენ. ჩემი ბევრი ახლობელი უკვე შეგნებულად არ ყიდულობს პოპულში. დელისის ფილიალში წესიერ გამწოვს თუ დააყენებენ ასეთი საშინელი სუნიც არ იქნება.


  4. nino
    on Oct 12th, 2009
    @ 12:18

    yvelaze cudi rac aris populis qselshi erti fasi weria da meores gaxdevineben. …es dzveli fasi iyo da exla sheicvalao…

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება