მივცეთ საშუალება თანამშრომლებს უფრო აქტიურად გვმართონ

ბევრი ადამიანის მართვა გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე მათზე ამოცანების განაწილება და ამის შემდეგ მათთვის საშუალების მიცემა, თვითონ გვმართონ ჩვენ. არადა, ამასთან, ეს უკანასკნელი მიდგომა ბევრად უკეთეს შედეგებსაც იძლევა.

ამისთვის საჭიროა, თანამშრომლებმა იცოდნენ თავიანთი ამოცანები, ცხადი წარმოდგენა ჰქონდეთ, რაზე ეკისრებათ პასუხისმგებლობა და ჩვენი კალენდრის დაგეგმვის უფლებაც მივცეთ. თვითონ ჩაწერენ მასში, როდის რა საკითხზე დასჭირდებათ ჩვენთან შეხვედრა და რა საკითხების გავლა, სად გაყოლა და ვისთან დალაპარაკება ესაჭიროებათ მათ დასახმარებლად. თვითონ მოგვწერენ, თუ სჭირდებათ რაიმე სახის ხელშეწყობა, რჩევა და რესურსები ჩვენგან.

ბევრსაც გვამუშავებენ, ამოცანებსაც უკეთესად გადაჭრიან, სიამოვნებასაც ბევრს მიიღებენ და მიღებული შედეგისგან კმაყოფილებაც ბევრად მეტი ექნებათ. რაც მთავარია, ასე, ისინი საკუთარ შესაძლებლობებს ბევრად უკეთ გამოიყენებენ ორგანიზაციის საკეთილდღეოდ.



ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება