რატომ არ ღირს ვეძებოთ დირექტორი ორგანიზაციის გარეთ

შიდა კადრების დაწინაურების მნიშვნელობა, თითქოს, ყველას კარგად ესმის, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება უმეტესობა ამჯობინებს, დირექტორებისა და სხვა მაღალ მენეჯერულ პოზიციებზე წარმოქმნილი ვაკანსია გარედან მოყვანილი კადრით დააკომპლექტოს.

არადა ადამიანი, რომელიც გარედან მოდის, მინიმუმ ნახევარ წელს დახარჯავს სიტუაციაში და ადამიანებში გასარკვევად. ამ პერიოდში მისგან მნიშვნელოვანს არაფერს  უნდა ველოდოთ. ცალკეულ შემთხვევებში კი ეს დრო შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს.

ამის გარდა, გარედან მოსული ადამიანი, როგორი კარგი შედეგებიც არ უნდა ჰქონდეს მიღწეული წინა სამსახურში, მაინც ატარებს დიდ რისკს, რომ ამ გარემოში მისი პროდუქტიულობა ისეთი მაღალი აღარ იქნება.

გარედან ადამიანის უფრო დადებითი მხარეები ჩანს, ვიდრე უარყოფითი. არადა, უარყოფითი ყველას აქვს. დიდია რისკი, რომ როგორც არ უნდა მოგვწონდეს შორიდან დანახული მისი დადებითი, ძლიერი მხარეები, დანახვისას მის უარყოფით მხარეებს შეიძლება ვერ შევეგუოთ.

გარედან მაღალ პოზიციაზე კადრის მოყვანა ხშირად, ზოგადად, იწვევს განაკვეთების მატებას, ბონუსების სქემების გადახედვას არამარტო ამ ადამიანის, არამედ მთელი მენეჯმენტისთვის. ეს ხშირად ხარჯებს მნიშვნელოვნად ზრდის.

და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი, გარედან კადრის მოყვანა თითქმის ყოველთვის იწვევს დემოტივაციას ადამიანებში ორგანიზაციის შიგნით. ეს არის დაკარგული შესაძლებლობა, გაგვეზარდა მოტივაცია არამარტო ადამიანისათვის, ვისაც დავაწინაურებდით, არამედ სხვებისთვისაც გვეჩვენებინა, რომ დაწინაურებისას უპირატესობა შიდა კადრებს ენიჭება. ეს მათ მოტივაციასაც და შრომის ნაყოფიერებასაც მნიშვნელოვნად გაუზრდიდა.

რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვამბობთ, რომ გარედან მოსული კადრი ვერ გაამართლებს, ამართლებს და საკმაოდ ხშირადაც, მაგრამ როდესაც გარედან მოყვანილ კადრს ვანიჭებთ უპირატესობას, რისკი იმისა, რომ შევცდებით, ბევრად უფრო დიდია და შიდა კადრების მოტივაციის შემცირების ეფექტიც არ არის უმნიშვნელო.

მოკლედ, სანამ გარედან კადრის მოყვანას გადავწყვეტთ, უმჯობესია შიდა რეზერვები კარგად გავაანალიზოთ. მაშინაც კი, როცა გვეჩვენება, რომ არავინ ამ პასუხისმგებლობის ასაღებად მზად არ არის, სჯობს მინიმუმ მოვალეობის შემსრულებლად მაინც გავრისკოთ და დავამტკიცოთ ის, ვინც სხვებთან შედარებით ყველაზე უკეთ შეძლებს ორგანიზაციის შიგნიდან ამ როლის შესრულებას.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება