ბიბლიოთეკა ორგანიზაციაში

ყველა ორგანიზაციამ, რომელსაც აქვს საშუალება კარგი ბიბლიოთეკა მოაწყოს, ვფიქრობთ, აუცილებლად უნდა გააკეთოს ეს. ბიბლიოთეკა ორგანიზაციაში, რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს, რომ თანამშრომლები აუცილებლად ბევრ წიგნს წაიკითხავენ, მაგრამ ეს რამოდენიმე მიზეზით შეიძლება იყოს ძალიან სასარგებლო.

1. ვისაც აქვს კითხვის სურვილი, ექნება საშუალება უფრო მეტი იკითხოს. ბიბლიოთეკა ასეთი ადამიანების დანახვის და უკეთ დაფასების საშუალებასაც იძლევა.

2. კარგი ბიბლიოთეკა თვითონ შეიძლება გახდეს იმის სტიმული, რომ თანამშრომლების ნაწილი დაინტერესდეს, რაიმე წიგნი აიღოს და კითხვა დაიწყოს.

3. ბიბლიოთეკა იძლევა ისეთი არაფორმალური შეხვედრების უფრო მყუდრო და კომფორტულ გარემოში ჩატარების საშუალებას, რომელსაც ვერც რესტორანში და ვერც რომელიმე სასტუმროს საკონფერენციო დარბაზში ვერ ჩაატარებ.

4. თვითონ კარგი ბიბლიოთეკა თავისთავად არის ორგანიზაციის ავტორიტეტისთვის კარგი, ვინიადან ის მიუთითებს მენეჯმენტის დამოკიდებულებაზე უწყვეტი სწავლის მიმართ, ინტელექტზე და გრძელვადიან ხედვაზე.

5. ბიბლიოთეკის მუდმივი განახლების პროცესში თანამშრომლების ჩართვა, მათი სურვილების და პრეფერენციების გათვალისწინება უფრო მეტ შესაძლებლობებს იძლევა მათი კმაყოფილების ზრდისათვის.



ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





1 კომენტარი to “ბიბლიოთეკა ორგანიზაციაში”


  1. Pako
    on Aug 20th, 2012
    @ 13:25

    Couldn’t agree with you more!!

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება