საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა შექმნას სხვადასხვა ქვეყანაში არსებული საქართველოს საელჩოების შეფასებისა და მოტივასიის სისტემა, რომელიც იმაზე იქნება ორიენტირებული, რომ მათ უფრო აქტიურად იმუშაონ ქართული პროდუქციის გაყიდვაზე და ბიზნესის განვითარებისათვის საჭირო ინვესტიციების მოზიდვაზე.
ამისათვის ყოველწლიურად უნდა ხდებოდეს ცალკეული საელჩოს როლის შეფასება ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდაში, ინვესტიციების მოზიდვაში და შესაბამისად მათი დაჯილდოება. მაგალითად, შესაძლებელია ბონუსების გაცემა იმ საელჩოებზე, რომლებიც ყველაზე დიდ ძალისხმევას გაწევენ სხვა ქვეყანაში ქართული პროდუქციის შეტანასა და დანერგვაში და შეძლებენ ინვესტციების მოზიდვას.
მნიშვნელოვანია, რომ შეფასებისა და წახალისების სქემები იყოს მაქსიმალურად ობიექტური და გამჭვირვალე. საელჩოების როლის შეფასებისას ექსპორტის ზრდაში აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული ექსპორტის მოცულობა და მნიშვნელობა, ასევე რომელ ქვეყანაში ხდება ექსპორტი, რადგანაც ზოგიერთ ქვეყანაში შედარებით ადვილია ქართული პროდუქციის ექსპორტი, მაგ.: უკარაინაში.
მოზიდული ინვესტიციების მიხედვით საელჩოების შეფასებისას კი მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, როგორც მოზიდული ინვესტორების რაოდენობა ასევე მათ მიერ განხორციელებული დაბანდების მნიშვნელობა ქართული პროდუქციის წარმოების განვითარებაში. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ სწორად შეფასდეს თითოეული საელჩოს როლი ქართული ბიზნესის განვითარებაში.