როდესაც ორგანიზაციაში რაღაცის შეცვლა გვინდა

როდესაც ორგანიზაციაში რაღაც გვინდა რეალურად შევცვალოთ უნდა შევცვალოთ მენეჯმენტის და თანამშრომლების მიდგომა, ან ორგანიზაციის სტრუქტურა, ან მოტივაციის სისტემა ან სამივე ერთად.

მხოლოდ ამ სამ ცვლილებას შეუძლია თითქმის მყისიერად, მეორე დღიდან შეცვალოს ორგანიზაციაში ადამიანების ყოველდღიური ქცევა. თავის მხრივ, ორგანიზაციაც რეალურად მხოლოდ იმის შემდეგ იცვლება, როდესაც მისი მენეჯმენტისა და თანამშრომლების სწორედ ყოველდღიურ ქცევაში ხდება რეალური ცვლილება.

თუ ადამიანების ყოველდღიურ მოქმედებებში, ქცევებში, ჩვევებში არ მოხდა ცვლილება ისე ნებისმიერი ინიციატივა, როგორც წესი, ძალიან ხანმოკლედ დროებითია, და როგორც კი მენეჯმენტი ძალისხმევას ოდნავ ადუნებს ყველაფერი ისევ საწყის დინებას უბრუნდება. ცვლილების პროცესიც ჩერდება და წარუმატებელ ინიციატივათა რიცხვსაც კიდევ ერთი წამოწყება ემატება.

იკითხეთ “სინერჯი ჯგუფის წიგნები” ისინი თქვენ ბევრი ცვლილების უფრო ადვილად და კარგი შედეგებით განხორციელებაში დაგეხმარებათ.



ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება