თუ მსხვილი სუპერმარკეტების ქსელი გამოიყენებს აქამდე განუხორციელებელ შესაძლებლობას, დაეხმარება მონასტრებში მოღვაწე ბერ-მონაზვნებს მათ მიერ ხელით ნაკეთი პროდუქციის გაყიდვაში, ალბათ ძალიან კარგ საქმეს გააკეთებს არა მხოლოდ საკუთარი რეპუტაციის და გაყიდვების ასამაღლებლად, არამედ თავად მონასტრებისთვისაც. საქართველოში არსებული მონასტრების უმრავლესობაში ხდება ხელით ნაკეთი უნიკალური ნივთების და კვების პროდუქტების წარმოება: სანთლების, სუვენირების, თექისგან, მინანქრისგან დამზადებული სამკაულის თუ ნაქსოვი და ნაქარგი ნივთების დამზადება, თაფლის, ჩურჩხელების და სხვა პროდუქციის წარმოება. თუ ქსელი 3 თვეში ერთხელ მაინც შეძლებს ამ პროდუქციის გაყიდვის აქციის ორგანიზებას და მის პრომოციას, სავარაუდოდ ეს პროდუქცია სწრაფად გაიყიდება. ამით დაეხმარებიან მონასტრებს, მისცემენ დამატებით სტიმულს ახალი წარმოების დასაწყებად და თავადაც მიიღებენ დამატებით შემოსავალს.
- თარიღი: August 7, 2009
- კატეგორია: საერთო
როგორ შეიძლება დაეხმაროს სუპერმარკეტების ქსელი მონასტრებში მოღვაწე ბერ-მონაზვნებს

თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია
ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;
არჩილი
on Aug 17th, 2009
@ 19:38:
საერთოდ ტურისტებისთვისაც საქართველოს ბარაქას ამ პროდუქტებზე უკეთესად მე მგონი ვერაფერი გააცნობს. გუდვილშივე რომ იყოს შესაძლებლობა არა მარტო ყიდვის, არამედ რაიმე ფორმით ადგილზევე გასინჯვის.
მაგალითად მანდ რომელიმე კაფეში თუ გინდა ჩაის მოინასტრის თაფლით დაგიტკბობენ, ხილს, ჩირს, თხილსაც მონასტრისას მოგართმკევენ, ღვინოს გაგასინჯებენ და ა.შ.