უკუკავშირის მიღების ერთი გზა

როცა ჩვენი უშუალო ან არაუშუალოდ დაქვემდებარებული ხელმძღვანელისგან გვსურს უკუკავშირის მიღება ჩვენს საქმიანობაზე და ამის ფორმალიზებული ფორმა არ არსებობს ორგანიზაციაში, ან არსებული არ გვაკმაყოფილებს, ერთ-ერთი მარტივი, მაგრამ ძალიან ქმედითი გზაა ვთხოვოთ, მივწეროთ მას, რომ გამოყოს მცირე დრო ჩვენთვის, როცა ამის საშუალება ექნება და მოგვწეროს:

  • 3 რამ, რაც ყველაზე მეტად არ მოსწონს ჩვენს მუშაობაში, მიდგომებში, ქცევებში, სხვებთან ურთიერთობებში, ის რაც უნდა შევცვალოთ იმისთვის, რომ ორგანიზაციის უკეთესი თანამშრომლები გავხდეთ და
  • 3 რამ, რაც ყველაზე მეტად მოსწონს, რაც უნდა შევინარჩუნოთ იმავე მიზნის მიღწევისთვის.

კონკრეტული რიცხვის მიწერა კარგია, ადრესატს უკეთ კონცენტრირების საშუალებას აძლევს და ყველაზე მნიშვნელოვანზე აკეთებინებს აქცენტს. სამი კი ამისთვის ოპტიმალური რიცხვია.

წერილობით მიწერის უპირატესობა კი ისაა, რომ ხელმძღვანელს ამაზე დაფიქრების საშუალებას ვაძლევთ, სათქმელის წერილობითი ფორმით ჩამოყლიბებისას, როგორც წესი, უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევთ სიტყვებს, წინადადებების შინაარსს, როგორ გადმოვცემთ და, რაც მთავარია, ჩვენთვის ძალიან საჭირო და ღირებული რჩევები გვრჩება წერილობითი ფორმით.

თუ მოწერილი პუნქტებიდან ამოვკრეფთ ყველაზე ღერძულ სიტყვებს, გავიკრავთ სამუშაო მაგიდაზე თვალსაჩინო ადგილას და პერიოდულად შევცვლით, ახალ, სხვა ფერის ფურცელზე გადავწერთ და ისევ გავიკრავთ, დაგვეხმარება, რომ ყოველდღიურად, ჩვენს მოქმედებებში დავიწყოთ კარგი ცვლილებების განხორციელება.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება