რაც უფრო ნათელი და ცხადია მოქმედების საბოლოო შედეგი, მით უფრო კონცენტრირებულად ვდგამთ ნაბიჯებს ამ შედეგების მისაღწევად. როდესაც საბოლოო შედეგზე ბუნდოვანი წარმოდგენა გვაქვს და მხოლოდ დაახლოებით ვიცით, რა ამოცანის გადაჭრაზე ვმუშაობთ, მაშინ ბევრი უსარგებლო, არაფრისმომცემი მოქმედების განხორციელება გვიწევს.
ამისათვის უბრალოდ საჭიროა მოქმედების დაწყებამდე რამდენიმე წუთი დავუთმოთ საბოლოო შედეგის დეტალიზაციას:
- საბოლოო, მთავარი შედეგი რა არის, კარგად გავიაზროთ და განვსაზღვროთ;
- რა კომპონენტებისაგან შედგება საბოლოო შედეგი, რა ნაწილებს მოიცავს ის თავის თავში;
- აღვწეროთ უფრო დეტალურად თითოეული კომპონენტი, რა მახასიათებლები, ხარისხობრივი თუ თვისობრივი მოთხოვნები გვაქვს მათ მიმართ (მცირე ზომის სამუშაოებზე ეს შეიძლება ზედმეტი აღმოჩნდეს).
ამ პროცედურაზე დახარჯული რამდენიმე წუთი გვაზოგინებს გაცილებით მეტ დროს, ვინაიდან როდესაც ცხადია საბოლოო შედეგები, უფრო ნათელი ხდება რა უნდა გაკეთდეს მათ მისაღწევად, ძალისხმევაც კონცენტრირებულად იხარჯება და ეფექტიანობაც იზრდება. თავად შეგიძლიათ სცადოთ თუნდაც დღეს, თუნდაც ნებისმიერი საქმის დაწყების წინ.