გასვლითი ღონისძიებების შესახებ

გასვლითი ღონისძიებების ორგანიზება, როგორც ფორმალურის ისე არაფორმალურის, ძალიან ეხმარება გუნდის განმტკიცებას და ორგანიზაციაში არსებული ყველაზე რთული პრობლემების მოგვარებასაც კი.

ამას წინათ, ერთ-ერთი დიდი, სახელმწიფო ორგანიზაციის გასვლით ღონისძიებაში მომიწია მონაწილეობის მიღება. ფორმალური ღონისძიება იყო არაფორმალურ გარემოში. რამოდენიმე დეპარტამენტი ახალ შიდა დოკუმენტებს იხილავდა და ცდილობდნენ რთულ საკითხებზე შეთანხმებულიყვნენ.

როგორც აღმოჩნდა პირველი ღონისძიება იყო მსგავსი ტიპის, თავდაპირველი დაძაბულობის გადავლას თითქმის 3-4 საათი დასჭირდა. ბევრი იჩხუბეს – ბევრი იკამათეს. ზოგი კონსტრუქციულად, ზოგიც არც თუ ისე, მაგრამ საბოლოოდ იმით დაამთავრეს რომ ბევრად უკეთესად გაიცნეს ერთმანეთი, ბევრად უკეთ გაიგეს და გაიზიარეს ერთმანეთის პოზიციები და ვფიქრობ დამეგობრდნენ კიდეც, მათ შორის ადამიანები, რომლებიც იქამდე ერთმანეთს ან არ ან ძალიან ცუდად იცნობდნენ.

დარწმუნებული ვარ ამის შემდეგ ხშირად მოაწყობენ ასეთ ღონისძიებებს. გუნდსაც გააძლიერებენ, ბევრ შიდა პრობლემასაც ადვილად მოაგვარებენ და ძლიერ ორგანიზაციადაც საკმარისად სწრაფად ჩამოყალიბდებიან.

მართალია ამ კონკრეტულ საკითხს პირდაპირ არ უკავშირდება, მაგრამ მაინც, :)  იკითხეთ “სინერჯი ჯგუფის წიგნები” და წარმატების მიღწევა ბევრად ადვილი და სასიამოვნო პროცესი გახდება.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — ჯერ არ შეფასებულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება