ადამიანების დაბალი პროდუქტიულობის კიდევ ერთი მიზეზი

ადამიანების დაბალი პროდუქტიულობის კიდევ ერთი მიზეზი ხანდახან არის ის, რომ რასაც ვაკეთებთ დღის იმ მონაკვეთში არ ვაკეთებთ რა დროც უმჯობესია მის გასაკეთებელად.

ბუები, ჭოტები, ტოროლები არ ვიცი, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ დილას ადამიანის გონება ბევრად უფრო უკეთ მუშაობს, ვიდრე საღამოს ან მითუმეტეს გვიან ღამით. ამიტომ ყოველთვის უკეთეს შედეგებს ვიღებთ, თუ მოსაფიქრებელ, გასააზრებელ საკითხებს დილას ადრე ვითავებთ.

დილის საათებში ზოგადად ადამიანები რამდენჯერმე უფრო მეტის, უფრო სწრაფად და უკეთ გაკეთებას ახერხებენ, ვიდრე დღის მეორე ნახევარში, ამიტომ დილა რომელიც მაქსიმალურად პროდუქტიულად არ არის გამოყენებული დაკარგულია და მისი კომპენსირება საღამოს ან ღამით აქტიური მუშაობით ფაქტიურად  შეუძლებელია.

დღის მეორე ნახევარი, საღამო უფრო კარგი დროა შეხვედრებისთვის, განხილვებისთვის, მსჯელობების მოსაწყობად, დოკუმენტების საკითხავად, საქმიანი სადილებისა და ვახშმისათვის. ამ დროს რთული საფიქრალის დატოვება ნიშნავს, რომ ის საქმე არ ან ცუდად გაკეთდება.

მოკლედ, თუ გასაკთებელ საქმეებს დღის არასწორ მონაკვეთებში ვანაწილებთ ამით ჩვენს გეგმებს იმთავითვე შეუსრულებლობისთვის ან ცუდად შესრულებისთვის ვწირავთ და ამით პროდუქტიულობასაც დამატებით ვამცირებთ.

იკითხეთ “სინერჯი ჯგუფის წიგნები” ეს თქვენი დროის უკეთ გამოყენებაშიც დაგეხმარებათ.



ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება