ამას წინათ ვმსჯელობდით ამ საკითხზე და ასეთ მოსაზრებამდე მივედით:
სავარაუდოდ ბარათების დიზაინი სულ უფრო მნიშნელოვანი ფაქტორი გახდება საბარათე ბიზნესში წარმატების მისაღწევად. მაშინ როცა ძირითადი მახასიათებლებით სხვადასხვა ბანკების პლასტიკური ბარათები ერთმანეთისგან ფაქტიურად აღარ გასნხვავდებიან, დიზაინი შეიძლება გახდეს ფაქტორი, რამაც შესაძლოა კლეინტების გააქტიურება გამოწივიოს ამა თუ იმ ბანკის მიმართულებით.
წარმოიდგინეთ ბარათი ვაკელებისთვის, მაგარი, შესაბამისი სტილის დიზაინში გადაწყვეტილი, ბათუმელებისთვის, ან ქუთათურების ბარათი.. ან მაისურაძეების საგვარეულო ბარათი (როგორც ცნობილია ამ გვარის ადმაიანების ყველაზე მეტნი არიან საქართველოში). თუ ბანკი შეძლებს განსაზღვროს ეფექტური ჯგუფები და მოიფიქროს მათთვის ისეთი დიზანი, რომელიც ბევრ ადამიანს მისცემს საშუალებას დამატებით მიიქციოს ყურადღება, იამაყოს თავისი ბარათით, ან უბრალოდ იხალისოს.. ეს მხოლოდ დაეხმარება საბარათე ბიზნესის განვითარებას.
„საქართველოს ბანკს“ ჰქონდა რამოდენიმე წლის წინ, ოდნავ განსხვავებული აქცია, რომლის დროსაც კლიენტებს აძლევდნენ საშუალებას აერჩიათ რამოდენიმე ალეტრნატიული ვარიანტიდან მათთვის მისაღები დიზაინის ბარათი, და როგორც ცნობილია ამას კლიენტები დიდი სიამოვნებით აკთებებდნენ.
ასე რომ ვინ იცის, იქნებ დიზაინი გახდეს კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც პლასტიკურ ბარათებს კიდევ უფრო აქტიურს და საინტერესოს გახდის.
არჩილი
on Aug 17th, 2009
@ 19:29:
საერთოდ ადამიანებს რომ მისცე საშალება თავად გამოგიგზავნონ დიზაინი იმეილით ან აარჩიონ შენი დიდი ბანკიდან? ანუ ასეთი შეთავაზებ: თუ მოგროვდება 100 მზურველზე მეტი, ბანკი მათ დიზაინის ბარათებს შეუკვეთავს (როგორც ვიცი საქართველოში ვერ ამზადებენ არათების “ბალვანკებს” ხომ?) მაშნ საგვარეულო ბარათებიც, სამეგობროს ბარათებიც და კიდევ ბევრი სხვადასხვა ბარათი შეძლება გაკეთდეს. და შეიძება 1 ადამიანს საფულეში იმდენი ბარათი ედოს, რამდენო სოციალური ჯგუფის წევრიცაა
რა თქმა უნდა წინასწარ ცნობილი დიდი ჯგუფის ბარათები ტავისთავად კაი იდეაა (ვგულისხმობ მაგალითად ვაკელების ბარათს)
დავითი
on Aug 21st, 2009
@ 17:24:
ბანკებმა უნდა მოილაპარაკონ ერთმანეთში და ქონდეთ ერთნაირი მომსახურების გადასახადი და ერთიანი მომსახურების სისტემა, მომსახურების ხარისხში შეეჯიბრონ ერთმანეთს და კონკურენცია გაუწიონ ჯობია!