დასაქმებული ადამიანების უმეტესობას კარგად აქვს გააზრებული მისი კომპეტენციის ზრდისთვის რა მნიშვნელობა აქვს პროფესიული წიგნების კითხვას, თუმცა დიდ ნაწილს ძალიან უჭირს ამისთვის დროის გამოყოფა. დაკავებულობა ხდება ხშირად იმის მიზეზი, რომ ახალი წიგნის აღებას ვერ ვახერხებთ.
ერთ-ერთი მარტივი გზა, როგორ შეიძლება გავზარდოთ წელიწადში ჩვენთვის საჭირო და სასურველი წაკითხული პროფესიული წიგნების რაოდენობა არის, მოვიძიოთ ჩვენს მეგობრებში, თანამშრომლებში ადამიანები, რომლებსაც მსგავი პროფესიული ლიტერატურა აინტერსებთ ან სჭირდებათ (2 ან 3), ამ შემადგენლობით შევქმნათ წიგნების ერთად მკითხველთა კლუბი, შევარჩიოთ მათთან ერთად საუკეთესო წიგნები, იმდენი, რამდენიც მოვგროვდებით, გავინაწილოთ ეს წიგნები (ან კონკრეტული თავები წიგნებში) და დავთქვათ დრო, რა დროისთვისაც უნდა გვქონდეს თითოეულს ჩვენი წილი წაკითხული. მოცულობიდან და სირთულიდან გამომდინარე ვადები განსხვავებული შეიძლება იყოს.
წაკითხვის შემდეგ თითოეულს გვქონდეს ვალდებულობა, რომ წაკითხულის მთავარი არსი და შინაარსი ერთმანეთს გავუზიაროთ. შევთანხმდეთ, რომ მოვამზადოთ და ჩავატაროთ პრეზენტაციები ჩვენს კლუბში, სადაც წამკითხველი უკვე წაკითხულიდან ყველაზე მნიშვნელოვან და ღირებულ გადაწყვეტილებებს გაუზიარებს დანარჩენებს. საკითხის მოცულობიდან გამომდინარე, შეიძლება რამდენიმე ასეთი შეხვედრის ჩატარება მოგვიწიოს თითოეულს.
საცდელად ეს მიდგომა ნამდვილად ღირს. რამდენიმე უპირატესობა აქვს:
- მეტ მოტივაციას გვიქმნის ჩვენი წასაკითხი დროულად წავიკითხოთ, როცა დრო შეთანხმებული გვაქვს;
- გვეხმარება იმაში, რომ უფრო დაკვირვებით და გულდასმით წავიკითხოთ (პრეზენტაციაზე ბევრი შეკითხვებიც წამოვა ჩვენი კლუბის წევრებიდან და ამიტომ საკითხი კარგად უნდა გვქონდეს გააზრებული);
- დანაკლისი იმისა, რომ ბევრ წიგნებს ვერ ვკითხულობთ შევივსოთ იმით, რომ სხვებმა გაგვიზიარონ და გვასწავლონ ყველაზე მთავარი.
ამ სიკეთეებს რომ თავი დავანებოთ კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობა გვეძლევა ნაცნობ ადამიანებთან ერთად საინტერესო ატმოსფეროში გავატაროთ უფრო მეტი დრო.
იკითხეთ “სინერჯი ჯგუფის წიგნები”, საინტერესო ინიციატივების წამოწყებაში დაგეხმარებათ.