რა გზით შეუძლიათ ერთობლივი წარმატების მიღწევა სოკარს და ფარმაცევტულ კომპანიებს

სოკარისთვის ძალიან მომგებიანი შეიძლება აღმოჩნდეს თუ პსპ-ს, ავერსს, ან ჯიპისის (ან სამივეს ერთად) შესთავაზებს ფასდაკლებას მათი ლოიალურობის პროგრამებში ჩართული ადამიანებისათვის (ღიმილი, მტრედი, ზღარბი ბარათის მომხმარებლებისათვის). და თანაც თუ ამ ფასდაკლების შესახებ ინფორმაციასაც თვითონვე გაავრცელებს. 

როგორც ცნობილია მარტო პსპ-ს 120 000 მეტი ასეთი მომხმარებელი ყავს. საიდანაც ბევრმა შეიძლება სიხარულით ისარგებლოს ამ შემოთავაზებით, რაც ამ აგს ქსელს ბევრ ახალ კლიენტს და ბაზარზე სწრაფი ზრდის შესაძლებლობასაც მისცემს.

ეს წინადადება წესით საინტერესო უნდა იყოს თვითონ ფარმაცევტული კომპანიებისთვისაც, ვინაიდან ისინი ამით მნიშნელოვნად გაუზრდიან ღირებულებას მათ ბარათებს და მომხმარებლების კმაყოფილებაზეც დადებითად იმოქმედებენ.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 3.67 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

3 კომენტარი to “რა გზით შეუძლიათ ერთობლივი წარმატების მიღწევა სოკარს და ფარმაცევტულ კომპანიებს”


  1. არჩილი
    on Aug 17th, 2009
    @ 19:25

    ვააა, მოვიხიბლე იდეით :) ყველაზე პრიმიტიული სქემაც კი – ვაშლები ბენზინის სანაცვლოდ, ზღარბ ბარათს ჩემთვის პირადად ერთი ორად უფრო საინტერესოს გადის. და ამაზე უფრო საიტნერესო თანამშრომლობის რამდენი სქემის მოფიქრება შეიძლება.


  2. დავითი
    on Aug 21st, 2009
    @ 17:17

    მაგის განხორციელება ტექნიკურად მაინც რთულად მიმაჩნია, იმიტომ რომ მონაცემთა ბაზების გაცვლა ერთმანეთში და მერე ამ ბაზებით სარგებლობა არც ისე მარტივია! მე უფრო მარტივ გზას შემოგთავაზებთ, ბონუს ბარათების მფლობელებს უნდა შეეძლოთ საწვავის ტალონების(ან პლასტიკური ბარათების) აღებაც! სოკარმა კი თავისი მხრიდან შეღავათიან ფასში უნდა მიაწოდოს ტალონები (ან პლასტიკური ბარათები) ფარმაცევტულ კომპანიებს!


  3. tazo
    on Sep 28th, 2009
    @ 14:49

    რეალურად ეს კომპანიები ისედაც წურბელებივით არიან და არამგონია ხალხის საკეთილდგეოთ გააკეთონ რამე! ეს მხოლოდ პიარია! ჯერჯერობით ასეა მათი საქმე საკეთებელიდან და რეალობიდან გამომდინარე,აწი თუ სხვა გეზს აიგებენ და ხალხისთვის ზრუნვას დაიწყებენ მაშინ გახდებიან წარმატებულნი!! ხალხი ყველაფერს ხედავს და აფასებს!!!

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება