სამი მთავარი კითხვა

სამი მთავარი კითხვა, რომლებსაც ხელმძღვანელები ძალიან ხშირად უნდა უსვამდნენ თანამშრომლებს: რა არის თქვენი მთავარი ამოცანები, რა გიშლით ხელს მათ გადაწყვეტაში, რით შემიძლია მე გავაადვილო მათი გადაწყვეტა.

სასურველია ყველა ხელმძღვანელი კვირაში ერთხელ მაინც ეკითხებოდეს უშუალოდ დაქვემდებარებულებს ამ სამ კითხვას, ხოლო მათ ქვეშევრდომებს კი თვეში ერთხელ ან ყველაზე ცუდ შემთხვევაში წელიწადში ერთხელ მაინც. ზოგს ინდივიდუალურად, ზოგს ჯგუფურ შეხვედრაზე, მაგრამ აუცილებლად უნდა ეკითხებოდეს ყველას, ვინც იერარქიულად მის ქვევით იმყოფება.

ამ კითხვების ხშირად დასმით ხელმძღვანელი დარწმუნებული იქნება იმაში, რომ თანამშრომლებს სწორად ესმით მათი ამოცანები, უფრო კარგად გაიგებს მათ პრობლემებს და ზუსტად ეცოდინება რა უნდა აკეთოს თვითონ ორგანიზაციის მეტი წარმატებისთვის.

თუმცა ამ ყველაფერს კიდევ ერთი დადებით მხარე აქვს – თანამშრომლები მიეჩვევიან უფრო აქტიურად და თავისუფლად მოითხოვონ ხელმძღვანელისაგან დახმარება. რასაც, ძალიან ხშირ შემთხვევაში, არანაკლებ მნიშვნელოვანი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს ორგანიზაციისათვის.

იკითხეთ “სინერჯი ჯგუფის წიგნები”, ეს თქვენი მეტი წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ.



ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება