როგორ შეუძლიათ IT კომპანიებს ტურისტებზე ორიენტირებული პროგრამის დაწერით დამატებითი შემოსავლების მიღება

ჩვენი აზრით კარგი იქნება, თუ IT კომპანიები მოამზადებენ ელექტრონული გიდის მსგავს სპეციალურ პროგრამას ტურისტებისთვის, ჩაწერენ მას IPAQ-ებში და გააქირავებენ აეროპორტში. პროგრამაში დეტალებში უნდა იყოს მოცემული ტურისტებისთვის საჭირო ნებისმიერი ტიპის ინფორმაცია, მაგ.:

 ქალაქის ქუჩები;
 ისტორიული ძეგლები და მუზეუმები (სად მდებარეობს, რომელი საუკუნისაა, რითია განსაკუთრებული, რისი ნახვა შეიძლება შიგნით და ა.შ.);
 თეატრები, კინოები და კლუბები;
 სკვერები და პარკები;
 სასტუმროები, რესტორნები და სწრაფი კვების ობიექტები;
 ინგლისური ენის მცოდნე ტაქსისტების ტელეფონის ნომრები;
 საინფორმაციო ბიუროს, სასწრაფოს, სახანძროს, პოლიციის ტელეფონის ნომრები და ა.შ.;
დღეს ესეთი ტიპის კომპლექსური გადაწყვეტილება ტურისტებისთვის არ აქვს არცერთ ქართულ IT კომპანიას. არადა ვფიქრობთ, ნებისმიერმა მათგანმა რომ დაწეროს მსგავსი პროგრამა მალევე ამოიღებს დანახარჯებს, როგორც პროგრამაზე, ასევე ტექნიკური საშუალებების (IPAQ-ების) შეძენაზე და საკმაოდ დიდ მოგებასაც მიიღებს.

პირობითად, IPAQ-ის გაქირავების ფასად რომ ავიღოთ დღეში 10 დოლარი, და დავუშვათ რომ ყოველდღიურად მას მოიხმარს 1000 ტურისტი, კომპანია წელიწადში მიიღებს 3 000 000 დოლარმდე შემოსავალს (ყოველწლიურად საქართველოში მარტო ტურისტული მიზნით, აქ არ შედიან საქმიანი ვიზიტით ჩამოსული ტურისტები, ჩამოდის დაახლოებით 200 000 ადამიანი).


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 3.60 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

1 კომენტარი to “როგორ შეუძლიათ IT კომპანიებს ტურისტებზე ორიენტირებული პროგრამის დაწერით დამატებითი შემოსავლების მიღება”


  1. არჩილი
    on Aug 17th, 2009
    @ 19:22

    ისე მსგავსი სოლუშენი არის ქართულ ბაზარზე. კომპანია ჯეოლენდს აქვს ძალიან დეტალური საქართველოს რუქა ზედ დატანილი ღირსშესანიშნაობებით.

    თვითონ რუქას კი 1 კვირით ჩამოსული ტურისტი არა მგონია რომ იყიდდეს ძვირია ცოტა, მე მაგალითად ვერ ვიყიდე ჩემთვის. ხოდა რუქიანი მოწყობილობების გაქირავება , ზოგი ჯიპიესით (ძვირად გააქირავებს ამას) და ზოგი მხოლოდ რუქიანი (ამას იაფად) მე მგონი მართლა კარგი შემოსავლის წყარო იქნება. მეც კი დავიქირავებდი, არა თუ ტურისტი, ისეთი მოხერხებული რამეა

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება