ერთი მარტივი გამოსავალი არსებობს როგორ გახადო მუშაობა უფრო სასიამოვნო იმ თანამშრომლებისთვის, რომლებიც მოსაწყენ საქმეს ასრულებენ – ძალიან რუტინულს, ტექნიკურს, ნაკლებად შემოქმედებითს – დააკომპლექტეთ ამ ადამიანებისგან პატარა გუნდები და თითოეულს მიეცით პატარა, მაგრამ საინტერესო და თან კომპანიისთვის სასარგებლო ამოცანები გადასაწყვეტად. ნებისმიერ ადამიანში არის შემოქმედებითი ნაპერწკალი, თუ ამას გააღვივებთ და მისი გამოყენებისთვის მცირე პირობებს შეუქმნით.
ამ გუნდებს მუშაობის სრული თავისუფლება მიეცით, როდის, რამდენ ხანში ერთხელ, სად შეიკრიბებიან, არგუმენტირებული მოთხოვნის შემთხვევაში მცირე ბიუჯეტიც გამოუყავით მათი ამოცანების გადასაჭრელად, გარკვეული პერიოდის შემდეგ შედეგებიც შეუფასეთ და წაახალისეთ კიდეც. როგორც იდეების გენერაციის, ისე მათი განხორციელების ნაწილში შეიძლება ჩართოთ ეს ადამიანები.
მათ კმაყოფილებას, განწყობას ეს ცვლილება მნიშვნელოვნად აამაღლებს და ამ ადამიანებში არსებულ შემოქმედებით რესურსსაც კომპანიის სასარგებლოდ გამოგვაყენებინებს, დაჯდომით კი ბევრი არაფერი დაგვიჯდება.
ამოცანები ასეთი შინაარსის შეიძლება იყოს:
- გაყიდვების სტიმულირების მცირე ღონისძიებები;
- არაფორმალური ურთიერთობების განვითარება კოლეგებში;
- თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება ისე, რომ დანახარჯი ძალიან ცოტა ჰქონდეს კომპანიას;
- კლიენტების კმაყოფილების გაზრდის მცირე ღონისძიებები..