რა შეუძლია გააკეთოს მთავრობამ წარმატებული რთველისთვის

ვფიქრობთ, უფრო მეტი ოჯახის წახალისებას სახლში დაწუროს ღვინო, რისი მიღწევაც ოჯახებში დაწურული ღვინის კონკურსის მოწყობით ძალიან ადვილად შეიძლება, მნიშვნელოვნად შეუძლია გაზარდოს მოთხოვა ყურძენზე და რთველიც გაცილებით უფრო წარმატებული გახადოს. 

თუ ობიექტური, გამოცდილი სპეციალისტების მიერ გაისინჯება და შეირჩევა რამოდენიმე კატეგორიაში ჯერ უბანში (რაიონში), მერე ქალაქში, ბოლოს კი ქვეყნის მასშტაბით ოჯახებში დაწურული საუკეთესო ღვინოები, თუ რაიონებში გამარჯვებულები პრიზის სახით დავუშვათ 10 000 ლარამდე მიიღებენ, ხოლო ქვეყანაში გამარჯვებული რამოდენიმე ოჯახი დავუშვათ 100 – 150 ათას ლარს, ამას შეუძლია ოჯახების 5-10% დამატებით გაუჩინოს ღვინის სახლში დაწურვის მოტივი. ქართველი მამაკაცისათვის ბევრი არაფერია ისეთი საამაყო, როგორც კარგი ღვინის ქონა სახლში, მით უმეტეს საკუთარი დაყენებულის. რამდენად საამყო იქნება ამ კონურსის ნებისმიერ ტურში გამარჯვება, პრიზზე რომ არაფერი ვთქვათ. და თუ ისინი საშუალოდ 500-600 ლიტრს მაინც დაწურავენ, ამას მთლიანი მოსავლის 40-50% შეიძლება დაჭირდეს. რაც მნიშვნელოვნად გაუმარტივებს ხელისუფლებას რთველთან დაკავშირებული ბევრი პრობლემის მოგვარებას.

თუ გავითვალისწინებთ, რომ მთავრობა წელს რთველზე 30 მილიონის დახარჯვას აპირებს, ღვინის დასაწურად უფრო ადვილი დამატებითი ინფრასტრუქტურა რომ მოეწყოს, სადაც ყველა მსურველი შეძლებს მისვლას, ყურძნის მიტანას ან იქვე ყიდვას და დაწურვას, და ამასთან ერთად თუ ერთ მინის ბოცასაც გადასცემენ კონკურსზე დარეგისტრირებულ ყველა ოჯახს (რომლითაც მათ საკონკურსო ღვინო უნდა წარმოდგინონ მთელი თავისი ისტორიით) ამან კიდევ უფრო მეტი ოჯახისთვის შეიძლება შექმნას კონკურსში მონაწილეობის სტიმული.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 3.80 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

2 კომენტარი to “რა შეუძლია გააკეთოს მთავრობამ წარმატებული რთველისთვის”


  1. ირაკლი
    on Aug 14th, 2009
    @ 18:31

    თვითონ ამ მასშტაბის კონკურსი რა დაჯდება? თავისი ბოცებით? მომეწონა იდეა მე ბოცებს მივყიდი სახელმწიფოს :)


  2. არჩილი
    on Aug 17th, 2009
    @ 19:16

    კარგი იდეაა. თვითონ ამ ღონისძების საერთაშორისო ასპარეზზე გაპიარებაც შეიძლება. საერთოდ ტრადიციად თუ დაფუძნდება ეს ყოველ წელს ტურისტების ნაკადიც შეიძება მოიზიდოს.

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება