როცა ვგრძნობთ რომ გეგმები ინერციით მიდის

როცა ვგრძნობთ გეგმები ინერციით მიდის, შესრულებული სამუშაოს ოდენობა მცირდება, ნაჩქარევად შესრულებული სამუშაოების ხარისხი კი არადამაკმაყოფილებელია, ამ პრობლემის გამოსწორების ერთ-ერთი გზა გეგმების მართვის კულტურის გაჩენა და არსებობაა.

მიმდინარე საქმეების სიმრავლე ხანდახან კონცეტრირებას გვაკარგვინებს და გვავიწყებს რომ გეგმებს მუდმივად გადახედვა, ცვლილებების შეტანა და მხარეებთან კომუნიკაცია სჭირდება. ამის გაუთვალისწინებლობის შედეგი კი პირდაპირ ჩვენი დამკვეთის და მომხმარებლის უკმაყოფილებაზე და ჩვენს სამომავლო ურთიერთობებზე აისახება ხოლმე.

თუ კვირაში ერთხელ თუნდაც 15-30 წუთს გამოვყოფთ იმისთვის, რომ გადავხედოთ ჩვენი საქმიანობის/პროექტის მთავარ დანიშნულების წერტილებს და გეგმას თუ როგორ უნდა მივიდეთ იქამდე, შევიტანთ საჭიროებებიდან და გარემოებებიდან გამომდინარე ცვლილებებს, ამით ძალიან დავეხმარებით გეგმებს კარგად შესრულებაში.

დაკორექტირებული გეგმა კი ჩვენს სამუშაო მაგიდასთან შესამჩნევ ადგილზე მოვათავსოთ, კრიტიკული ადგილები მოვნიშნოთ და დარჩენილი დღეების რაოდენობაც მივუთითოთ.  დღის განმავლობაში მისი შეთვალიერებაც კი ერთგვარ ფორმაში ჩაგვაყენებს, რომ სწორად მივმართოთ ჩვენი რესურსები საბოლოო შედეგებისკენ.  ეს არამარტო ჩვენზე, ჩვენს კოლეგებზეც დადებითად იმოქმედებს და გასაკვირი არაა თუ რამოდენიმე ხანში მათ მაგიდაზეც  ასეთივე ცოცხალი გეგმები შევნიშნოთ.

იკითხეთ “სინერჯი ჯგუფის წიგნები”, იქ კიდევ ბევრი საინტერესო ინსაითი შეგიძლიათ ამოიკითხოთ გეგმების ეფექტიანად მართვაზე.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — ჯერ არ შეფასებულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება