ცალკეული, სპეციფიკური შემთხვევების გარდა ახალგაზრდა, შედარებით ნაკლებად გამოცდილი კადრების აყვანა და მათი საკუთარ, შიდა გარემოში გაზრდა ხშირ შემთხვევაში უფრო უკეთესი სტრატეგიაა, ვიდრე უკვე ჩამოყალიბებული პროფესიონალების მოძიება და აყვანა.
ხშირად ფიქრობენ, რომ ჩვენთვის საჭირო პოზიციებზე თუ უკვე სათანადო გამოცდილების კადრის მოძიებას და აყვანას შევეცდებით, ამით დროს მოვიგებთ და საქმეს გავიმარტივებთ. სამწუხაროდ უმრავლეს შემთხვევებში ეს სტრატეგია არ ამართლებს და უმჯობესია მოვძებნოთ უფრო ნაკლები გამოცდილების ადამიანი და მას ჩვენს გარემოში ზრდისა და განვითარების საშუალება მივცეთ.
ამას რამოდენიმე მიზეზი აქვს:
1. ადამიანები, რომლებსაც ნაკლები გამოცდილებით ვიყვანთ და ჩვენს რეალობაში ადაპტაციის და განვითარების უკეთეს საშალებას ვაძლებთ, როგორც წესი, შედარებით მეტად ლოიალურები ხდებიან ორგანიზაციის მიმართ, ვიდრე ჩამოყალიბებული პროფესიონალები.
2. ხელფასი ასეთი ადამიანების შემთხვევაში უფრო დაბალია და აქედან გამომდინარე, რისკიც უფრო ნაკლებია, ვერ გამართლების შემთხვევაში დანაკარგების კუთხით. დრო კი, იმის დასადგენად გაამართლებს თუ არა, თითქმის ერთნაირი სჭირდება ორივეს.
3. ხშირად ზრდის პოტენციალი ახალგაზრდას, შედარებით გამოუცდელს უფრო მეტი აქვს, ისინი მეტი გამოწვევით უყურებენ საკუთარ ახალ სამსახურს, მეტად სწავლობენ, მეტადაც იხარჯებიან და საბოლოო ჯამში განვითარებითაც, როგორც წესი, უფრო სწრაფად და უფრო დიდ ხანს აგრძელებენ განვითარებას, ვიდრე ეს გამოცდილი პროფესიონალების აყვანისას ხდება.
ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ შედარებით გამოუცდელის მოძიება და აყვანა ბევრად უფრო ადვილია ხშირად, ვიდრე უკვე ჩამოყალიბებული პროფესიონალების.
kote
on Sep 7th, 2012
@ 19:50:
კი ბატონო.სწორია მაგრამ ვიღაცასთან ხომ უნდა გაიზარდონ ახალგაზრდები და ვიღაცამ ხომ უნდა ასწავლოს?