როგორ შეიძლება გაზარდონ გაყიდვები ისეთმა მაღაზიებმა, როგორებიცაა celio*, cop. copine, 123 და ა.შ.

ვფიქრობთ კარგი იქნება, თუ ტანსაცმლის მაღაზიები, მაგალითად ისეთები, როგორებიცაა celio*, cop. copine, 123 და ა.შ. გააკეთბენ ერთგული მომხმარებლების კლუბს, სადაც გასაწევრიანებლად მომხმარებელმა გარკვეული რაოდენობის ან ღირებულების პროდუქცია უნდა შეიძინოს.
სპეციალურად კლუბის წევრებისთვის შესაძლებელია პერმანენტულად სხვადასხვა ტიპის ძალიან მაგარი აქციების და საღამოების მოწყობა, სადაც შესვლა დაშვებული იქნება მხოლოდ კონკრეტული ბრენდის ტანსაცმლით. მაგალითად, celio*-ს შეუძლია მოაწყობს რაიმე საღამო, სადაც შესვლა უნდა შეეძლოთ მხოლოდ მათ, ვისაც ეცმევა მხოლოდ celio*-ს ბრენდის სამოსი, მინიმუმ რისი შემოწმებაც შეიძლება (მაიკა, პიჯაკი, შარვალი და ა.შ.).

ასევე კარგი იქნება, თუ ახალი კოლექციის შერჩევის პროცესში კლუბის წევრებს შეეძლებათ მონაწილეობის მიღება და აგრეთვე, პირველი ორი დღის განმავლობაში ახალი კოლექცია ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ celio*-ს კლუბის წევრებისთვის.

ასეთი ტიპის აქციებით ტანსაცმლის მაღაზიები ხელს შეუწყობენ არსებული კლიენტების ლოიალურობის ზრდასა და ახალი კლიენტების მოზიდვას, რაც საბოლოო ჯამში დადებითად აისახება მთლიანად გაყიდვებზე.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 3.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

5 კომენტარი to “როგორ შეიძლება გაზარდონ გაყიდვები ისეთმა მაღაზიებმა, როგორებიცაა celio*, cop. copine, 123 და ა.შ.”


  1. ირაკლი
    on Aug 17th, 2009
    @ 18:55

    ბევრად უფრო მარტივად შეუძლიათ გაყიდვების გაზრდა, ფასები დაწიონ… Celio-ც არმანი და ბოსი არ იყოს ეხლა


  2. დავითი
    on Aug 21st, 2009
    @ 17:10

    გააკეთო ფასდაკლების (დაგროვების)ბონუს ბარათი, ერთობლივიც შეიძლება და სხვა ტიპის კომპანიასთან ერთადაც!


  3. ანა
    on Aug 25th, 2009
    @ 10:03

    როგორც ჩანს ასეთი სიახლეები ქალებისთვის უფრო საინტერესო იქნება :) ფასდაკლება და დაგროვების ბარათები უკვე ძალიან ბანალურია :)


  4. დევი
    on Sep 2nd, 2009
    @ 23:08

    მაგარი იდეაა და თავისუფლად შეიძლება განხორციელდეს..

    სიამოვნებით ვივლი ნორმალური დონის ბრენდების საღამოებზე, ძალიან მიმზიდველია ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის :)


  5. gio
    on Oct 13th, 2009
    @ 15:26

    ki mara egre sheizleba piriqit klientebi dakargos me sityvaze momewona rame sharvali, da imis gamo tu ver viyide ro jer klubis wevrebistvisaao meored arc mival mand …

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება