კლიენტებთან უკუკავშირის პროცესი

თუ ორგანიზაციის პირველი პირი არ არის მზად მისი ან, ცუდ შემთხვევაში, მისი პირადი ასისტენტის პირდაპირი ტელეფონის ნომერი დიდი ასოებით დააწეროს მის პროდუქტს, ან მომსახურების წერტილებში გამოაკრას, კვირაში ერთხელ თუ არა თვეში ერთხელ მაინც მოაწყოს ორგანიზაციის უმაღლესი პირების თათბირი მიღებული ინფორმაციის განსახილველად, და მერე თვითონვე გააკონტროლოს ამ თათბირებზე მიღებული გადაწყვეტილებების შესრულება, ამ ორგანიზაციას გრძელვადიან პერიოდში წარმატების ნაკლები შანსი აქვს.

ის ორგანიზაცია, რომელიც ახერხებს მიიღოს მეტი ინფორმაცია კლიენტებისაგან, იმის შესახებ თუ რა მოსწონთ, რა არ მოსწონთ მის პროდუქტებში თუ მომსახურებაში, რის გაუმჯობესებას და შეცვლას ისურვებდნენ, შეძლებს დროთა განმავლობაში კონკურენტებთან შედარებით უკეთესი პროდუქტები და მომსახურება ჰქონდეს.

ამისათვის მნიშვნელოვანია: ინფორმაციის სტაბილური, მოქმედი არხები, რომლებიც მაქსიმალურად ახლოს უნდა იყოს უმაღლეს პირებთან, მიღებული ინფორმაციის განხილვისათვის პერიოდული შეხვედრების ფორმატი და მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლის კარგად აწყობილი, მარტივი, ქმედითი მექანიზმი.

თუ ეს პროცესი პირველი პირის, ან მინიმუმ, სხვა უმაღლესი რანგის მენეჯერის მონაწილეობით არ ხორციელდება, დიდი ალბათობით ინფორმაციის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიკარგება და პროცესიც აუცილებლად, როცა იქნება გაჩერდება, მისი არასაკმარისი შედეგიანობის გამო.

p.s. იკითხეთ სინერჯი ჯგუფის წიგნები და გაიადვილეთ წარმატება


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება