უკეთესი სამსახურის ძებნის რეჟიმში

თუ მუშაობის პარალელურად მუდმივად ვიქნებით ახალი სამსახურის ძებნით დაკავებულები, ეს გაზრდის ჩვენი საქმიანობის შედეგებს და მეტ სარგებელსაც მოგვიტანს იქ, სადაც იმ დროისთვის ვიქნებით.

რა თქმა უნდა, პარალელურად სხვა სამსახურის ძებნა აუცილებლად არ გულისხმობს იმას, რომ არსებული სამსახურის დატოვება გვინდა და როგორც კი რაიმე საინტერესოს ვნახავთ, მაშინევე უნდა დავთმოთ. მუდმივი ძებნის მოტივი სხვა რამეა და მისი გამოყენება გარკვეული სიხშირით ძალიან სასარგებლოა.

უკეთესი სამსახურის პარალელური ძიება დაგვეხმარება, არ გავხდეთ “ცუდად” დამოკიდებულები არსებულ სამსახურზე. მაქსიმალურად გამოვიყენოთ ის დადებითი მხარეები, შესაძლებლობები, რასაც ის იმ დროს გვაძლევს. ამოვწუროთ ჩვენი თავი იქ და დავტოვოთ მაშინ, როცა ვიპოვით და დავრწმუნდებით, რომ სხვაგან უფრო მეტის გაკეთება შეგვიძლია. ამ ძიებაში განსაკუთრებით აქტიურები მაშინ უნდა ვიყოთ, როცა ეს ჩვენი პირველი სამსახურია, რადგან ის იწვევს ყველაზე მეტ და არარაციონალურ დამოკიდებულებას. თუმცა მეორე, მესამე და ა.შ. სამსახურში ყოფნისასაც კარგია გავაგრძელოთ, ცოტათი ვუკლოთ სიხშირეს. თუ გარკვეული პერიოდის ძიების შემდეგ ვხედავთ, რომ უკეთესი იმ ეტაპზე არ არსებობს, მაქსიმალურად დავკონცენტრირდეთ არსებულ სამუშაოზე, ამოვწუროთ იქ ჩვენი შესაძლებლობები და მოგვიანებით კიდევ უფრო აქტიურად განვაახლოთ ძიების პროცესი.

ის, თუ როგორ უნდა დავრწმუნდეთ, რომ “სხვაგან” უფრო მეტი ღირებულის შექმნა შეგვიძლია (რაც აუცილებელი პირობაა, რომ არსებული სამსახური დავტოვოთ), ცალკე სტატიის თემა უფროა და უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ.

საერთოდ, იკითხეთ “სინერჯი ჯგუფის წიგნები”, ბევრ საინტერესოს აღმოჩენთ, რაც დანახვასა და რეალიზებაში დაგეხმარებათ.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — ჯერ არ შეფასებულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება