მეგობრებთან მუშაობას რა სჯობს. ისინი რაც ხშირად და მეტნი იქნებიან ჩვენ გვერდით, თითქოს უკეთესია. სანდო ხალხია, არ გვიღალატებენ და ჩვენს გავლენასაც გაზრდიან ორგანიზაციაში. თუმცა მეგობრების სამსახურში აყვანას მაინც აქვს რამდენიმე უარყოფითი მხარე, რის გამოც, ალბათ აჯობებს, მეტი ვიფიქროთ, სანამ მათ ჩვენთან მუშაობას შევთავაზებთ.
პირველი და ყველაზე ცუდი ეფექტი არის ის, რომ მათი დამოკიდებულება ჩვენ მიმართ თითქმის მყისიერად შეიცვლება, როგორც კი ჩვენი თანამშრომლები გახდებიან. ასეა მაშინაც კი, როცა ჩვენ მათ ძველებურად ვუყურებთ.
მათ საკმაოდ ცუდ პირობებში მოუწევთ მუშაობა, ვინაიდან თანამშრომლების დამოკიდებულება მათ მიმართ ბევრად უფრო ცუდი და უთანაბრო იქნება. ბევრად მეტს ილაპარაკებენ მათზე ცუდს და ნაკლები ურთიერთობა ექნებათ მათთან.
თუ ის საკუთარი მოვალეობების შესრულებას სათანადოდ ვერ შეძლებს, ან სხვა მიზეზებით მისი სამსახურიდან გათავისუფლება გახდება საჭირო, ბევრად უფრო რთული იქნება ამ გადაწყვეტილების მიღება, და თუ მაინც შევძლებთ ამას, მასთან ძველი ურთიერთობის აღდგენას წლები დასჭირდება, ისიც საერთოდ ოდესმე თუ მოხერხდება.
იკითხეთ “სინერჯი ჯგუფის წიგნები” და იპოვეთ ახალი გზები უფრო ძლიერი გუნდის შესაქმნელად.