რისი დელეგირება არ უნდა მოახდინოს ლიდერმა

ადამიანების სწორად შერჩევა არის ის საქმე, რომელზეც ყოველი ლიდერი უნდა ხარჯავდეს საკუთარ რესურსს, ვინაიდან მისი და მის დაქვემდებარებაში მყოფი გუნდის, დივიზიონისა თუ დანაყოფის წარმატება უპირველესად სწორედ იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორი თანამშრომლები ჰყავს მას.

ხშირად ლიდერები ძალიან დაკავებულები არიან გლობალური თემებითა და საკითხებით, მაგალითად როგორ გახადონ კომპანია უფრო დიდი, როგორ დანერგონ ახალი ინოვაციური სისტემები და პროცესები და ა.შ..  მაგრამ ავიწყდებათ, რომ თანამშრომლების ხარისხი ყველაზე დიდი კონკურენტული უპირატესობაა. სწორედ მათზეა დამოკიდებული როგორ შესრულდება საქმე, როგორ მიიღწევა მიზნები, როგორ გაიზრდება და განვითარდება ორგანიზაცია. საჭირო ადგილას საჭირო თანამშრომლის არსებობა წინაპირობაა ყოველი წარმატებისა.

ამიტომაც, ლიდერი აუცილებლად უნდა მონაწილეობდეს კადრების შერჩევაში, ვინაიდან ეს საკითხი ძალზედ საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანია, ხოლო კადრების მენეჯერს ან სხვა პირს იშვიათად ეცოდინება ლიდერზე უკეთ, ზუსტად როგორი კადრი სჭირდებათ და აპლიკანტებიდან ყველაზე მეტად რომელი შეეფერება კონკრეტულ პოზიციას.

რა თქმა უნდა, ხელმძღვანელი მთლიანად რეკრუტინგის პროცესში ვერ იქნება ჩართული, მაგრამ მოთხოვნების ჩამოყალიბებაში, კადრების მოძიების გზებისა და არხების დამუშავებაში, ასევე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში აუცილებლად უნდა მიიღოს მონაწილეობა.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — ჯერ არ შეფასებულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

1 კომენტარი to “რისი დელეგირება არ უნდა მოახდინოს ლიდერმა”


  1. მარიამი
    on Sep 11th, 2012
    @ 22:04

    ვეთანხმები ავტორს. ასევე, რეკრუტინგის გარდა ხელმძღვანელი აქტიურად უნდა იყოს ჩართული მისი დაქვემდებარებულების შეფასების და მოტივაციის სისტემების ფორმირებისას, რასაც კომპანიების HR-ები აკეთებენ. იმისთვის, რომ მაქსიმალურად რეალური, შესრულებადი, თან დაძაბულიც იყოს.

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება