ალბათ არაფერი ისე არ უშლის ხელმძღვანელს წარმატების მიღწევაში ხელს, როგორც საკუთარი პატივმოყვარეობა. ეს გრძნობა აფერხებს მენეჯერს ჰკითხოს თანამშრომლებს აზრი, როცა არ იცის, როგორ მოიქცეს.
პატივმოყვარეობა უშლის ხელს უთხრას გუნდის წევრებს, რამდენად მნიშვნელოვნები არიან ისინი გუნდისთვის, ხოლო თვითონ ამ მნიშვნელობის დანახვასა და შეფასებაშიც არ ეხმარება.
სწორედ პატივმოყვარეობა უშლის მას ხელს წავიდეს და თვითონ გაყიდოს საკუთარი პროდუქტი, იმისათვის რათა მისი ძლიერი და სუსტი მხარეები რეალურად დაინახოს და შეაფასოს. პირადად ჰკითხოს მომხმარებლებს, რა მოსწონთ და რა არ მოსწონთ მისი ორგანიზაციის, მისი პროდუქტის, მომსახურების. რაციონალურად, ცივი გონებით მიიღოს ეს შენიშვნები და მათზე ადექვატური რეაგირებაც მოახდინოს.
სწორედ პატივმოყვარეობა უშლის ხელმძღვანელს ხელს დაინახოს მისი პირადი წილი პრობლემებში და სირთულეებში, აღიაროს ისინი და ამით მუდმივად განვითარდეს თვითონაც და კოლეგების პატივისცემა და თანადგომაც დაიმსახუროს.
იკითხეთ ‘სინერჯი ჯგუფის წიგნები” ეს მენეჯერის წინაშე მდგარი სხვა ბევრი სირთულის დანახვაში და გადაჭრაშიც დაგეხმარებათ. დღემდე გამოსულიდან განსაკუთრებით მეოთხე წიგნი – “მენეჯერის ბრძოლა წარმატებისთვის” ეხმიანება ამ თემას.