ყველა ორგანიზაციას აქვს მიზანი, რომლის მიღწევისათვის მას უღირს ყველა თანამშრომელს მინიმუმ ორი ხელფასი გადაუხადოს, პრემიის სახით.
ეს მიზანი უნდა იყოს საერთო და გასაგებად მარტივი, მაგრამ მისაღწევად ძნელი. მაგალითად, ასეთი: როცა წლიური გაყიდვები გადააჭარბებს რაღაც თანხას, წლიური მოგება თუ მიიღწევა, მთლიანი აქტივები თუ გადააჭარბებს გარკვეულ ზღვარს.
მინიმუმ ორი თვის ხელფასია საჭირო იმისათვის, რათა მუშაკები დაინტერესდნენ, რა მდგომარეობაა ამ მაჩვენებლის მიღწევის მხრივ, დაფიქრდნენ, ან იკითხონ, რა შეუძლიათ გააკეთონ მათ პირადად ამ შედეგის მისაღწევად, შეეცადონ დაეხმარონ ერთმანეთს, რათა ყველამ უკეთესად შეასრულოს თავისი საქმე.
გუნდური მოტივაცია საერთო მიზნის მისაღწევად ეხმარება ორგანიზაციას დააინტერესოს თანამშრომლები საერთო შედეგით, დააფიქროს მათ როლზე ამ მიზნის მისაღწევად და უფრო მეტად დაეხმარონ კოლეგები ერთმანეთს.
იკითხეთ “სინერჯი ჯგუფის წიგნები”, ეს თქვენ თანამშრომლების უკეთ მოტივირებაშიც დაგეხამრებათ.