“ორშაბათის თათბირები”

“ორშაბათის თათბირები” – ეს ტერმინი ჩვენთან უკვე ძალიან ბევრ ორგანიზაციაში დამკვიდრდა. მისასალმებელია, რომ გუნდის წევრები სამუშაო კვირას შეკრებით და სამუშაოების დაგეგმვით იწყებენ, მაგრამ აქ ორი მთავარი პრინციპი უნდა დავიცვათ, თუ გვინდა, რომ ეს შეხვედრები მართლა შედეგიანი იყოს.

პირველი, იგი ურღვევ ტრადიციად უნდა ვაქციოთ. ერთი ჩავარდნაც კი გუნდის წევრების გზიდან გადახვევას იწვევს, ჩამორჩენას გეგმებში, არაინფორმირებულობას ვინ რა საკითხზე მუშაობს, რა უჭირს, შესაბამისად გამოავლენს დაუტვირთავ ან ზედმეტად დატვირთულ თანამშრომლებს, მოკლედ კოორდინაციას არღვევს.

და მეორე, ამ შეხვედრის უწყვეტობის შენარჩუნებასთან ერთად შეხვედრაზე მხოლოდ იმ საკითხების განხილვას და მათზე შეჯერებას უნდა დავუთმოთ დრო, რაც წესით უნდა ხდებოდეს. ასეთ საერთო შეხვედრებზე ყოველთვის არის ცდუნება, დაიწყოს ისეთი საკითხების განხილვა, რომელიც წესით სხვა კოლეგიალურ ორგანოზე უნდა ხდებოდეს. ეს ძირითადად იმიტომ ხდება, რომ ან სხვა ასეთი ორგანოები არ არსებობს, ან იმიტომ, რომ “ბარემ ყველა აქ ვართ და გავიაროთ”. და როცა ამ შეხვედრაზე მსჯელობა იმაზე გადადის თუ კონკრეტული საკითხი როგორ გადაწყდეს, ან იდეების განხილვა იწყება, შეხვედრა დროში ძალიან იწელება. მას ბევრი ისეთი ადამიანი ესწრება, რომელიც არ უნდა ესწრებოდეს და ცდება, საკითხებიც ისე ეფექტურად ვერ იჭრება.

არადა, ორშაბათი დილის შეხვედრის მიზანი ძალიან მკაფიოა – ვიცოდეთ ვინ რაზე მუშაობს, რა ეტაპზეა, რა აქვს დაგეგმილი და რაში ესაჭიროება დახმარება. და თუ მას მხოლოდ ამ მიზნისთვის გამოვიყენებთ, თანაც უწყვეტად, შედეგი ნამდვილად ეფექტური ექნება.

იკითხეთ “სინერჯი ჯგუფის წიგნები” და გაიგეთ ბევრი საინტერესო რამ, როგორ გამოიყენოთ თქვენი ძვირფასი დრო უფრო ეფექტიანად.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება