თუ ვგრძნობთ, რომ ჩვენს ორგანიზაციაში იზრდება ისეთი ლიდერების საჭიროება, ვისაც, პროფესიულ კომპეტენციებთან ერთად, თანამშრომლებთან ურთიერთობების კომპეტენციებიც ექნებათ და შეეძლებათ მართონ კადრები ისე, რომ ყოველდღიურად გაზარდონ თითოეულის ღირებულება ორგანიზაციისთვის, ამის ერთ-ერთი საშუალება სტრუქტურაში ლიდერობის განვითარების მენეჯერის პოზიციის გაჩენაა.
ლიდერობის განვითარების მენეჯერის მთავარი საქმიანობა ორგანიზაციის მასშტაბით ლიდერების გამოვლენა და მათ განვითარებაზე ზრუნვაა – ისეთი ლიდერების, რომლებიც არამარტო საკუთარი ცოდნის და ნიჭიერების იმედად დატოვებენ ორგანიზაციას, არამედ კომპანიაში არსებულ ადამიანურ რესურსებს კომპანიისთვის და ამ მუშაკებისთვის მაქსიმალურად სასარგებლოდ წარმართავენ.
ამ ამოცანის გადასაჭრელად, მენეჯერი საჭიროა დაკავებული იყოს ისეთი შესაძლებლობების და პირობების შექმნით,რომელიც დაეხმარება:
1.ყველა თანამშრომელს ლიდერული უნარჩვევების გამოვლენაში;
2. აღმოჩენილ “დამალულ” ლიდერებს უნარჩვევების განვითარებაში;
3. ყველაზე გამორჩეულებს ლიდერული პოტენციალის რეალიზებაში.
იკითხეთ “სინერჯი ჯგუფის” წინგები, ეს თქვენ ლიდერული პოტენციალის განვითარებაში დაგეხმარებათ.