ისე თუ ვიფიქრებთდა ვიმუშავებთ, რომ სიხარული მივანიჭოთ სხვას, ყოველდღიურად, ჩვენი მუშაობის პროცესი უფრო სასიამოვნო გახდება, უფრო მეტი კმაყოფილი თანამშრომელი, თუ კლიენტი გვეყოლება და უფრო მეტი სარგებლის შექმნასაც შევძლებთ.
ამის მონაწილე მეც და ალბათ თითოეული თქვენგანიც თუ დაფიქრდებით არაერთხელ ვყოფილვართ. და რა ხდება ამ დროს:
ყველა აბსოლუტურად მობილიზებულია – ზუსტად განსაზღვრავს ამოცანის არსს. გამოთქვამენ აზრს, თუ რამ შეიძლება გაახაროს ყველაზე მეტად ჩვენი სამიზნე სუბიექტი. აღსანიშნავია, რომ ამ დროს არ არსებობს ჩარჩოები, იდეები, როგორც წესი, ძალიან ორიგინალური და განსაკუთრებულია. ერთად არჩევენ საუკეთესოს და ხვეწენ.
თითოეული დამოუკიდებლად გამოთქვამს სურვილს საჭირო ინფორმაციის მოძიებაზე (ვისაც რაზეც მიუწვდება ყველაზე მეტად ხელი, ან რა გამოსდის ყველაზე უკეთ იმის მიხედვით); როგორ შეიძლება მიზნის მიღწევა, რა რესურსები დაგვჭირდება ამისთვის – ვისი შეწუხება, რისი შეძენა, ან მომზადება.
დავალებები ნაწილდება და სრულდება – “მე … შესარჩევად წავალ”, “მე ბარათს შევიძენ”, “მე ტექსტის შინაარსს მოვამზადებ”.. – აქაც იმის მიხედვით, თუ ვის რა საქმე გამოსდის ყველაზე უკეთ, რაში აქვს მეტი გამოცდილება.
აღსანიშნავია, რომ ამ პროცესში ისინი ერთმანეთს ძალიან ეხმარებიან, ხშირად ეკონტაქტებიან თავის ნაწილს თუ აკეთებს, რამე გართულებები ხომ არ მოჰყვა, დახმარება ხომ არ სჭირდება.
საბოლოო შედეგი კი ერთობლივი მუშაობით გამოწვეული სიხარულია, რომელიც სამიზნე სუბიექტს მივანიჭეთ. მიზანი მიღწეულია.
იკითხეთ “სინერჯი ჯგუფის წიგნები” და მიიღეთ სიამოვნება სხვებისთვის სიხარულის მინიჭებით.