„პროფესორობა ყველაფერში“

ხედვის ფორმირებისას თუ მოვინდომებდით, რომ აგვერჩია ერთი მთავარი პროდუქტი, რომელიც გახდებოდა ჩვენი საქმიანობის ერთგვარი ნიშანსვეტი, ხოლო დანარჩენი პროდუქტები უმთავრესი პროდუქტის განვითარების ხელშესაწყობად დაგვეტოვებინა, უფრო მეტ სარგებელს შევქმნიდით, ვიდრე მაშინ, თუ ბევრ მიმართულებას თანაბრად მოვედებოდით.

მენეჯმენტისთვის ეს რთული გადაწყვეტილებაა – უარი თქვა ისეთ თემებზე, რომელიც შეიძლება კარგად გამოგივიდეს. “რატომაც არა, გვქონდეს ბევრი მიმართულება”,  “რატომაც არა, ყველა ერთნაირი მაღალი ხარისხით გავაკეთოთ”. გამოცდილება – კერძოდ, კი ჩვენს გარშემო არსებული უკომპასო, საშუალოზე დაბალი წარმატების კომპანიების მრავლად არსებობა კი იმაზე მიგვანიშნეს, რომ მათ შეცდომა თავის დროზე არჩევანის გაკეთებისას, მეტიც არ გაკეთებისას დაუშვეს.

რატომ ერთი და არა ბევრი? ეს არჩევანი გვეხმარება, ჩვენი და ჩვენი ორგანიზაციის რესურსები მივმართოთ გონივრულად, დავაგროვოთ კომპეტენციები, გამოცდილება, რეპუტაცია არა ფრაგმენტულად, არამედ იმაში რაც ყველაზე კარგად გამოგვდის, რაც სხვებისგან განგვასხვავებს, რაც ჩვენი უპირატესობაა. ამის მერე ჩვენი მოძებნაც, გახსენებაც უფრო ადვილი გახდება და ჩვენზე არჩევანსაც უფრო მარტივად გააკეთებენ. 


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — ჯერ არ შეფასებულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება