არსებული კლიენტების შესწავლა

კლიენეტის შესწავლა, თუ ვინ არიან ისინი და რატომ ყიდულობენ ჩვენს პროდუქტს, მომსახურებას ხშირ შემთხვევაში ძალიან ღირებული დასკვნების გაკეთების საშუალებას გვაძლევს. იგი გვეხმარება უკეთ დავინახოთ ჩვენი პროდუქტის/მომსახურების პოტენციალი, სეგმენტები, რომლისთვისაც ის საინტერესოა და ბევრად უკეთესი და უფრო სტაბილური გაყიდვების საშუალებას გვაძლევს.

სამწუხაროდ ისეც ხდება, რომ კომპანიები ნაკლებ ყურადღებას ვუთმობთ არსებული კლიენტების შესწავლას, უფრო მეტად იმაზე ვფიქრობთ, ვინ და რატომ არ ყიდულობს ჩვენს პროდუქტებსა და მომსახურებას, მუდმივად ვცდილობთ ისეთი ცვლილებები განვახორციელოთ, რომელიც სწორედ მათ გულებს მოგვაგებინებს.

არადა ასეთ დროს, ძალიან ხშირად, ყურადღების მიღმა გვრჩება ძალიან მნიშვნელოვანი სეგმენტები, რომელთა წარმომადგენლებიც ჩვენს პროდუქტებს და მომსახურებას დღესაც ყიდულობენ, თუმცა არ ვიცნობთ მათ კარგად, არ ვიცით მათი მოტივები რატომ აკეთებენ ამას.

მათი უკეთ შესწავლით, იგივე სეგმენტზე გაყიდვების უფრო გააქტიურებით კი ბევრად უკეთ შეგვიძლია გამოვიყენოთ არსებული პროდუქტების პოტენციალი. ეს ფრო ადვილიც არის და უფრო ეფექტურიც.



ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — ჯერ არ შეფასებულა
Loading ... Loading ...





დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება