ახალ სამსახურს, რომელიც ახალი გამოწვევაა, ბევრი სირთულე და ბარიერი ახლავს თან. ასეთ დროს უნდა ვეცადოთ დაკისრებული მოვალეობები პირნათლად შევასრულოთ, ბევრი ვიმუშაოთ და სხვებსაც დავეხმაროთ. გარდა ამისა კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტია, რისი გათვალისწინებაც ახალ კოლეგებთან ადაპტაციას უფრო გაგვიმარტივებს:
- ვეცადოთ, ყველასთან ურთიერთობაში ვიყოთ თანაბრად დისტანციურები იქამდე მაინც, სანამ კარგად არ გავიცნობდეთ თითოეულს. ნუ მივენდობით ვინმეს განსაკუთრებულად და ნუ დავიწყებთ მასთან ვინმეს გაჭორვას, ან უკმაყოფილების გამოხატვას და წუწუნს;
- აჯობებს მოვერიდოთ წინა სამსახურ(ებ)თან შედარებების გაკეთებას, განსაკუთრებით ბევრი კარგის ლაპარაკს, ამით მხოლოდ გავაღიზიანებთ მათ. თუ რამე კარგი და ღირებული გვაქვს ნანახი და ნასწავლი იქ, საქმეში გამოვიყენოთ, მაგრამ ძველი თანამშრომლების და ხელმძღვანელების დახასიათებას უნდა მოვერიდოთ;
- ყველანაირად ვეცადოთ შევინარჩუნოთ პოზიტიური განწყობა. არ გამოვხატოთ თუ ვინმეზე ან რამეზე ნაწყენები ვართ. აჯობებს, თავიდან მაინც, ეს როგორმე გადავხარშოთ ჩვენში. მოგვიანებით ყველაფერი ცოტა სხვანაირად მოგვეჩვენება და დავრწმუნდებით, კარგი ვქენით, რომ ვინმეს ჩვენი უხასიათობა არ ვაგრძნობინეთ.
წარმატებულ ადაპტაციას გისურვებთ ახალ სამსახურში, ახალ კოლეგებთან.
იკითხეთ “სინერჯი ჯგუფის წიგნები” და თქვენ აუცილებლად იპოვით გამოსავალს სირთულეების გადასალახად.