სწავლება სამუშაო ადგილზე

სამუშაო ადგილზე სწავლება, ხშირ შემთხვევაში, ძალიან სწრაფ და ეფექტურ შედეგებს იძლევა როგორც კონკრეტული კადრებისათვის, ისე მთლიანად ორგანიზაციისათვის.

თუ თანამშრომლებს გამოვკითხავთ, რომელი პოზიციის საქმის შესწავლა სურთ, ამ პოზიციებზე კი ვიპოვით კადრებს, რომლებიც დათანხმდებიან მათ კვირაში ერთხელ ან ორჯერ თითო საათი დაუთმონ და საკუთარი საქმე ასწავლონ, რა თქმა უნდა, დამატებითი ანაზღაურების სანაცვლოდ, ამ თანამშრომლებისთვისაც კარგ საქმეს გავაკეთებთ და მთლიანად ორგანიზაციისთვისაც.

1. ადამიანებს მიეცემათ საშუალება ნელ-ნელა მოემზადონ იმ პოზიციებზე გადასასვლელად, რომელზე მუშაობასაც მომავალში ისურვებდნენ;

2. ორგანიზაციას უფრო მეტი და უფრო კარგი შიდა რეზერვები ეყოლება მნიშვნელოვან პოზიციებზე;

3. ადამიანებს შორის პირადი ურთიერთობებიც ბევრად უფრო მჭიდრო და მეგობრული გახდება.

იკითხეთ “სინერჯი ჯგუფის წიგნები”, მათ შორის წიგნში “მენეჯერის ბრძოლა წარმატებისთვის” ბევრ საინტერესო იდეას ნახავთ თანამშრომლების სწავლებისა და მოტივირებისათვის.



ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — ჯერ არ შეფასებულა
Loading ... Loading ...





დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება