რატომ არ ვიყო ხელმძღვანელის ფავორიტი

იყო ხელმძღვანელის ფავორიტი – რაც  უნდა მომხიბვლელი იყოს და მომგებიანად ჟღერდეს ეს, ბევრი უარყოფითი მხარე თუ საფრთხე ახლავს თან, რაც მთლიანად უკარგავს მას მიმზიდველობას. კერძოდ,

  • თანამშრომელთა დამოკიდებულებები იცვლება, ურთიერთობები არაჯანსაღი ხდება. დიდი ნაწილი თავს უსამართლოდ თვლის, შენ სულ უფრო შორდები მათ, ბევრი კი ამის  გამო ხელოვნურად დაახლოებას ცდილობს შენთან;
  • ხელმძღვანელის ფავორიტობა დამატებით პასუხისმგებლობებს გაკისრებს. იგი მეტ მოლოდინებს ქმნის შენთან მიმართებაში, რის შესრულებასაც ყოველთვის ვერ შეძლებ და რისი ვერგამართლებაც კიდევ უფრო ცუდ მდგომარეობაში ჩაგაგდებს;
  • თითქმის გარდაუვალია შემთხვევა, როცა ხელმძღვანელის ფავორიტობას შენს დამსახურებად მიიჩნევ, ძალაუნებურად უფრო ნაკლებად კრიტიკული გახდები შენს მუშაობასთან, შენი საქმიანობის შედეგებთან მიმართებაში, უფრო ნაკლებად იზრუნებ სწავლასა და განვითარებაზე.

ამ და სხვა უარყოფითი მხარეების გამო ხელმძღვანელის ფავორიტობა უფრო საფრთხილო და ნაკლებ სასურველი ხდება. იმას, თუ რა შეიძლება გააკეთო, რათა ეს თავიდან აირიდო, აუახლოეს მომავალში სტატიის თემად შემოგთავაზებთ “სტრატეგია და ორგანიზაციის” ელექტრონულ ჟურნალში.

მანამდე იკითხეთ “სინერჯი ჯგუფის წიგნები” და აღმოაჩინეთ თქვენი წარმატების მიღწევის უკეთესი გზები.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 4.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება