სანდო ადამიანები თუ პროფესიონალები

რაც უფრო მნიშვნელოვანია პოზიცია, მით უმჯობესია მასზე პროფესიონალი გავაპიროვნოთ და მის საქმიანობაზე ქმედითი კონტროლი დავაწესოთ, ვიდრე ჩვენთვის თუნდაც ძალიან სანდო პიროვნებას ჩავაბაროთ ასეთი თანამდებობა.

ჯერ ერთი, იდეალური და სრულყოფილი ადამიანები არ არსებობენ და ყველას შეიძლება შეგვექმნას გარემობა, რომელიც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან ღირებულებებზეც კი უარის თქმას გვაიძულებს. ამიტომ, ალბათ, უმჯობესია ვენდობოდეთ სისტემას და არა ადამიანებს.

ამასთან, იმის ალბათობა, რომ სანდო პირთა საქმიანობაზე ქმედითი კონტროლის მექანიზმებს შევქმნით, ძალიან დაბალია და რაც უფრო სანდოა ადამიანი, მით უფრო ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჩვენ ამას რეალურად გავაკეთებთ.

სანდო ადამიანის გათავისუფლებაც არ იქნება ადვილი, თუ დავინახავთ, რომ ის საქმეს თავს ვერ ართმევს. სანდოები ხომ, როგორც წესი, ძალიან ახლობლები არიან.

მაშინ, როდესაც პროფესიონალიზმის, და არა სანდოობის ნიშნით დანიშნულთა მხრიდან არგამართლების ალბათობა ბევრად დაბალია და, სავარაუდოდ, თუ ამ ნიშნით გვყავს დანიშნული ადამიანი, მისი მოხსნაც ბევრად ადვილი იქნება, როცა დავინახავთ, რომ ვერ შეძლო მოვალეობისთვის თავის გართმევა.

იკითხეთ “სინერჯი ჯგუფის წიგნები”, მათ შორის “მენეჯერის ბრძოლა წარმატებისთვის”, რომელიც დაგეხმარებათ აღმოაჩინოთ ბევრი ახალი და საინტერესო ნიუანსი ორგანიზაციების მართვაში.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება