თუ “ენერგოპრო” შეძლებს აუმაღლოს აბონენტებს მორალური ვალდებულება (რაც ბევრ სოფელში კანონისმიერ ვალდებულებაზე მაღლა დგას) გადაიხადონ ელექტროენერგიის გადასახადი, მნიშვნელოვნად გაიუმჯობესებს ამოღების მაჩვენებლებს ასეთ რეგიონებში.
მორალური ვალდებულების ამაღლებას “ენერგო-პრო” მოახერხებს მხოლოდ მაშინ, თუ ეს კომპანია შეძლებს თითოეული აბონენტისთვის გახდეს “თანასოფლელი”, “ნათესავი”, “მეგობარი” და ა.შ., რისთვისაც სხვადასხვა ღონისძიებები უნდა მოიფიქროს, დაგეგმოს და განახორციელოს.
მაგალითად, წარმოვიდგინოთ, რომ ასეთი ტიპის რთულ სოფელში “ენერგო-პრო” წესად აქცევს, რომ ყოველი მიცვალებულის ოჯახს დაეხმაროს 50 ლარით, ისევე როგორც სხვა თანასოფლელები, ან ყოველ დაქორწინებულს გაუგზავნოს საჩუქრად ჭურჭლის სერვიზი, ან გზის გასაყვანად დადოს თავის წილი სხვა მოსახლეებთან ერთად და ა.შ., ანუ “ენერგო-პრო” იქცეს ერთ-ერთი ძლიერ და პატივსაცემ კომლად სოფელში.
თითქოს სასაცილოა, მაგრამ იქნებ იმუშაოს
გიორგი
on Aug 22nd, 2009
@ 23:44:
ყველაზე მარტივად – ინდივიდუალური გამრიცხველიანებით.
გიორგი
on Aug 23rd, 2009
@ 22:38:
უტოპიური იდეაა

როცა არის საერთო მრიცხველი, მუშაობს კოლექტიური პასუხისმგებლობა, რამაც საბჭოთა კავშირი დაღუპა
ანუ პასუხისმგებელი არავინ არაა. ასე რომ ვეთანხმები, საჭიროა ინდივიდუალური გამრიცხველიანობა
Anonymous
on Aug 24th, 2009
@ 21:58:
momtsons es shemoqmedebit midgoma…
dzalian kargi ideaa da garkveul natsilze imushavebs, magram erti riskia, erti qajs meore qaji ar ayves da ar daitskon laparaki: amdeni fuli aqvt da daagon es gza mtlianad, an dasaaflan es katsi bolomdeo… da saertod gaafuchon kompani. zogjer egrea kargs aketeb da ufro gebrdzvian!!