სუპერ შემსრულებლები იმათ ჰქვიათ, ვინც განუზომელ ძალისხმევას დებენ, რათა დავალება მაღალ პროფესიონალურად შეასრულონ და დამკვეთი ძალიან კმაყოფილი ჰყავდეთ. თუკი რომელიმე კომპონენტი დააკლდება საბოლოო პროდუქტს, გამოდის, რომ მისი ღირებულება დამკვეთისთვის დაბალია, ხოლო ჩვენთვის უარყოფითი ბონუსი.
სუპერ შემსრულებლებმა იციან, რომ:
მხოლოდ ცალკე აღებული პროფესიონალიზმი დიდ არაფერს გვარგებს. შეიძლება ძალიან მაღალხარისხიანად შევასრულოთ დავალება, მაგრამ მისი კომუნიკაცია ვერ მოვახდინოთ საჭირო დროს და საჭირო ადგილას და ავცდეთ დამკვეთის მოთხოვნას დავალების შესრულების თაობაზე.
მხოლოდ კმაყოფილი დამკვეთიც არ ნიშნავს ცალკე აღებული არაფერს. შეიძლება მასთან კარგად აწყობილმა ურთიერთობებმა მოკლევადიან პერიოდში დამკვეთის კმაყოფილება გამოიწვიოს, მაგრამ თუ პროდუქტი დიდი ღირებულების მატარებელი არ არის, გრძელვადიან პერიოდში დამკვეთი ამას შეამჩნევს და აღმოჩნდება, რომ მისი კმაყოფილება დროებითი ყოფილა.
თუმცა დავალებაც რომ პროფესიონალურად შევასრულოთ, დამკვეთიც რომ კმაყოფილი გვყავდეს, თუ საქმის კეთებაში სულსა და გულს, ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს არ ჩავდებთ, ჩვენს გაკეთებულ საქმეს ყოველთვის დააკლდება ის რაღაც, რაც ასე რთულია ასახსნელად.