წინამორბედის დამსახურებების აღიარება, მორალურთან ერთად, რაციონალურადაც უფრო კარგ სასტარტო პოზიციას აძლევს ახალ ლიდერს, ვიდრე მისი კრიტიკა და შეურაცხყოფა.
თითქმის ყველა ახალ ლიდერს ჰყავს წინამორბედი, რომელსაც მოღვაწეობაში აუცილებლად ექნებოდა კარგიც და ცუდიც.
როდესაც წინამორბედის დამსახურებას გულწრფელად ვაღიარებთ, ამით მისი მომხრეების გულებს ვიგებთ და ჩვენი მომხრეების სიმპათიასაც ჩვენს მიმართ არაფრით ვამცირებთ (თუ არ ვზრდით).
მაგრამ თუ წინამორბედს ვაკრიტიკებთ და შეურაცხოფას ვაყენებთ, ამით მისდამი სიმპათიით განწყობილთ ვაღიზიანებთ და ჩვენს მიმართ ძალიან უარყოფითად განვაწყობთ, რითაც მომავალი მიღვაწეობისთვის არასაჭირო წინააღმდეგობების წარმოქმნას ვუწყობთ ხელს. ამასთან, ამ დროს დიდად არც ჩვენი მომხრეების გულს ვიგებთ, თუ პირიქით – მათ ნაწილს ჩვენზე ცუდის ფიქრის საფუძველს არ ვაძლევთ.
მარტივი ჭეშმარიტებაა, თუმცა, სამწუხაროდ, ადამიანების უმეტესობა, გაუგებარი მოტივებით, მაინც ამის საპირისპიროდ მოქმედებს და როგორც კი ახალ თანამდებობას იკავებს, პირველ რიგში საქმიანობას სწორედ წინამორბედის კრიტიკითა და შეურაცხყოფით იწყებს.
“ლიდერობის ხელოვნება” და “მენეჯერის ბრძოლა წარმატებისთვის” სინერჯი ჯგუფის ის წიგნებია, რომლებიც ლიდერთა ქცევის შესახებ ბევრ, ვფიქრობთ საინტერესო მოსაზრებას მოიცავს. მათი წაკითხვა მეტი წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ.