თუ დაგვავალეს მოვიფიქროთ, როგორ გავზარდოთ გაყიდვების მოცულობა, ეს ამოცანა სამ პატარა ამოცანად უნდა დავშალოთ. მათ შორის პრიორიტეტები გავაკეთოთ, გადაწყვეტის გზები დავამუშაოთ და გაყიდვების გაზრდის ამოცანაც გადაჭრილი გვექნება.
ეს სამი ამოცანა შეიძლება იყოს:
- გაყიდვების არხების განვითარება ან/და გაძლიერება;
- ჯვარედინი გაყიდვების განვითარება;
- გაყიდვების დამატებითი სტიმულირება (მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობების განვითარება, მათ ლოიალურობაზე ზრუნვა).
ეს თუ სხვა სამი, რომელიც გამოიყოფა, პრიორიტეტულად უნდა დავალაგოთ იმის მიხედვით, თუ რა ძალისხმევას დავხარჯავთ მათ გადაჭრაზე შერჩეული პერიოდისთვის. იგი დაგვეხმარება უფრო კონცენტრირებულად ვიმუშაოთ, რესურსები დავხარჯოთ იმაზე, სადაც ყველაზე მეტი რეზერვია და საიდანაც ყველაზე მეტ უკუგებას ველით.
ბევრად ეფექტური იქნება, თუ ამის შემდეგ ამ პატარა ამოცანებს 2-3–კაციან გუნდებში გადავანაწილებთ მათი გადაწყვეტის გზებზე იდეების მოსაფიქრებლად. დასკვნით ეტაპზე კი, მათთან ერთად განვიხილავთ, გავარჩევთ, გავცხრილავთ და საუკეთესოებს სამოქმედო გეგმებში გადავინაწილებთ.
იკითხეთ “სინერჯი ჯგუფის წიგნები” და გახადეთ უფრო მარტივი და სასიამოვნო თქვენს წინაშე მდგარი ამოცანების გადაწყვეტის პროცესი.