ანგარიშვალდებულების გაზიარება

რაც უფრო მეტი აქვს ხელმძღვანელს საფიქრალი და მის გარდა, მათზე რაც ნაკლები ანგარიშვალდებული პირი არსებობს, მით ნაკლებია შანსი, ეს საკითხები მოგვარდეს.

რაც უნდა იდეალური სტრუქტურა გვქონდეს, ყოველთვის ჩნდება საკითხები, რომლებიც ხელმძღვანელებს გვაწუხებს, გვაფიქრებს და სანამ პრობლემად არ იქცევა, მანამ ჩვენში იხარშება. ჩვენს გარდა კი იშვიათია მათ მოგვარებაზე, გადაჭრაზე ან კონტროლზე ვინმე ფიქრობდეს. ამ დროს ერთ-ერთი გამოსავალი ანგარიშვალდებული პირის გაჩენაა, რომელიც ამ საკითხს კონტროლზე აიყვანს და გარკვეული პერიოდულობით ხელძღვანელს მის შესახებ “ანგარიშს” წარუდგენს.

ანგარიშვალდებული პირი ახალი კადრის დამატებას არ ნიშნავს; შეიძლება ეს პასუხისმგებლობა ისეთ ადამიანს დავაკისროთ, ვისთვისაც ეს საკითხი მეტ-ნაკლებად ახლოსაა,  ამასთან, მოტივირებულია მეტი გააკეთოს და თან ორგანიზებულიცაა – ახალი ამოცანის ხარჯზე თავის საქმეს არ მოაკლებს ყურადღებას და პირიქით.

ეს გადაწყვეტილება პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ იმ დღიდან ჩნდება პასუხისმგებლობა, რომ ამ საკითხზე იზრუნონ – დღის წესრიგში დააყენონ და ყველა მასთან დაკავშირებული პირი რიგიანად გამოიყენონ ამ საკითხის მოსაგვარებლად.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — ჯერ არ შეფასებულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება