განსაკუთრებით კრიზისების დროს, თუმცა მშვიდობიან პერიოდშიც, ორგანიზაციის მართვისათვის ბევრად უფრო უკეთესი შეიძლება აღმოჩნდეს, თუ ტოპ-მენეჯმენტის მთელი შემადგენლობა, თვითონ ტოპ–მენეჯერის ჩათვლით, სამუშაოდ ერთ დიდ ოთახში გადავა. პირად კაბინეტებს კი ისინი თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრებისათვის გამოიყენებენ.
მენეჯმენტის გუნდის ასეთი ლოკაცია რაღაცით საშტაბო მართვის სქემას ჰგავს, განსაკურებით იზრდება კომუნიკაციის, კოორდინაციის, მიზნებზე ორიენტაციის ხარისხი. ბევრად უფრო სასიამოვნო და საინტერესო ხდება მუშაობა, გადაწყვეტილებები ბევრად უფრო სწრაფად მიიღება კიდეც, ამ გადაწყვეტილებების ხარისხიც იზრდება, ურთიერთშესაბამისობაც და განხორციელებაც ბევრად მეტად ჩქარდება.
განლაგების ასეთი მოდელი ცოტა უჩვეულოა ჩვენი ორგანიზაციებისათვის, მაგრამ ვინც ცხადად გრძნობს, რომ მენეჯმენტის გუნდს ერთიანობა აკლია, თუნდაც ცოტა ხნით მაინც უღირს, განლაგების ასეთი სქემა მოსინჯოს.
იკითხეთ “სინერჯი ჯგუფის წიგნები”, სულ მალე ახალი, მეხუთე წიგნი გამოდის – “მართვის ახალი გეომეტრია”. მასში ბევრ საინტერესო და არასტანდარტულ იდეას ნახავთ საკუთარი ორგანიზაციის უფრო ეფექტიანად მართვისათვის.