სამი უმთავრესი საკითხია, რაც ყველა ჩვენი თანამშრომლისთვის ძალიან ცხადი უნდა იყოს, თუ გვინდა რომ გავზარდოთ დასახული მიზნის მიღწევის ალბათობა, თუ გვინდა, რომ ჩვენი თანამშრომლები კოორდინირებულად და მიზანმიმართულად მუშაობდნენ. მნიშვნელოვანია სამივე და არა მხოლოდ რომელიმე ამ სამიდან.
1. რა მიზნის მიღწევას ემსახურება მათი საქმიანობა.
ვუთხრათ და ხშირად შევახსენოთ ჩვენს თანამშრომლებს რა მიზნები აქვს მისაღწევი ჩვენს ორგანიზაციას დროში, ასევე იმ ქვედანაყოფს, რომელსაც ვხელმძღვანელობთ.
2. რა შედეგებს მოელიან მათგან.
ვუთხრათ თანამშრომლებს ამ მიზნის მიღწევაში მათ რა როლი აქვთ და კონკრეტულად რას მოველით მათი საქმიანობიდან. მაგ., გაყიდვების მაჩვენებლის გაზრდა X%-ით, ზარალის მაჩვენებლის შემცირება X დონეზე, გამოკითხვებში დაფიქსირებული კლიენტების უკმაყოფილების შემთხვევების განახევრება და ა.შ.
3. რა სარგებელს მიიღებენ ისინი შედეგების მიღწევის შემთხვევაში.
აუცილებლად ნათლად ავუხსნათ თუ ისინი თავიანთ როლს პირნათლად შეასრულებენ, რას და როდის მიიღებენ ორგანიზაციისგან (შრომითი ანაზღაურება, ბონუსები, დამატებითი ბენეფიტები, მე-13 ხელფასი, დაწინაურება და ა.შ.).
იკითხეთ “სინერჯი ჯგუფის წიგნები”. პირველი ოთხი კრებული გაყიდვაშია, რამდენიმე კვირაში “მართვის ახალი გეომეტრიაც” გამოვა, სადაც კიდევ ბევრ საინტერესო და პრაქტიკულ რჩევებს ნახავთ თქვენი და თქვენი ორგანიზაციების განვითარებისთვის.