უმეტესწილად, რაც უფრო ზომიერი და მოკრძალებულია მოლოდინი ჩვენს მიმართ, მით უფრო კარგი და მისაღებია სხვებისთვის ჩვენი საქმის შესრულების შედეგად დამდგარი რეალობა და პირიქით, რაც უფრო მეტია და ამბიციური მოლოდინი ჩვენს მიმართ, მით უფრო ნაკლებად მიახლოებულია ჩვენი შესრულებული საქმისგან დამდგარი რეალობა მანამდე წარმოდგენილ შედეგებთან.
სინამდვილეში კი რეალობა ზუსტად ერთიდაიგივია, კმაყოფილების ხარისხია განსხვავებული.
პასუხისმგებლობის დაკისრების ნებისმიერი შემთხვევა თავისთავად შეიცავს მოლოდინების შექმნის ნაწილსაც, რომელსაც ობიექტურად თუ სუბიექტურად გვანიჭებენ თანამშრომლები, ხელმძღვანელები, მომხმარებლები, პარტნიორები. მთავარი სირთულე ამ დროს მოლოდინების გამართლებაში ანუ რეალობის ყველა მხარის მიერ მიახლოებით ერთნაირად (სწორ) აღქმაშია.
ყველაზე მეტად რაც მოლოდინების გამართლებას – კმაყოფილების ხარისხს განაპირობებს, ჩვენი მხრიდან სწორი და პერიოდული კომუნიკაციაა, როგორც მოლოდინების დასახვის პერიოდში ასევე მოლოდინების მართვისას – გვესმოდეს ზუსტად რა სჭირდებათ ჩვენგან და გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ისეთი შედეგი დავდოთ როგორსაც ელიან.