რა ვქნათ, როცა ხელმძღვანელს ჩვენთვის დრო არ აქვს

როცა გვგონია, რომ ჩვენთვის გაურკვეველი მიზეზების გამო ხელმძღვანელი ჩვენთან საკითხის განხილვას დიდი ხნის განმავლობაში, ზედიზედ რამდენჯერმე დებს, არ გვპასუხობს მეილებზე, ასეთ დროს არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავბრაზდეთ, არ უნდა გავუნაწყენდეთ და მითუმეტეს არ უნდა ვაგრძნობინოთ მას ეს, რაც არ უნდა მტკივნეული და გულდასაწყვეტი იყოს ჩვენთვის მისი მოუცლელობა.

თითქმის ყოველთვის არსებობს ობიექტური, სერიოზული მიზეზები, რითიც ხელმძღვანელი “თავის გამართლებას” შეძლებს, ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში უკეთეს პოზიციაში აღმოვჩნდებით თუ წუწუნის და გაბუტვის მაგივრად განსხვავებულ სტრატეგიას ავირჩევთ – გავაგრძელებთ მუშაობას ჩვეულ რიტმში, არ შევაფერხებთ პროცესებს და გამოვიყენებთ ამ დროს ჩვენი განვითარებისთვის.

სწორედ ეს დრო შეიძლება საუკეთესო აღმოჩნდეს ამისთვის. ამ დროს ჩვენ დამოუკიდებლად მუშაობას ვსწავლობთ, საკუთარ თავზე უფრო მეტი მუშაობა გვიწევს; ვხვდებით, რომ ცოტა მეტი დაფიქრების, გაანალიზების პირობებში რაღაც გადაწყვეტილებების მიღება დამოუკიდებლად შეგვიძლია, ხელმძღვანელის დამატებით ჩართვის გარეშე; უფრო აქტიურად ვიწყებთ თანამშრომლობას სხვა კოლეგებთან ჩვენი დავალებების შესასრულებლად, ხელმძღვანელის გავლენის ჩართვის გარეშე და ა.შ.

ის, რაც ასეთ დროს არ უნდა დაგვავიწყდეს არის 1. არ გადავაჭარბოთ ჩვენს უფლებამოსილებას, არ მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც ხელმძღვანელთან შეთანხმების გარეშე არ უნდა მივიღოთ. 2. ყოველთვის, მიუხედავად იმისა, ის გვპასუხობს თუ არა ამაზე, გავუგზავნოთ მოკლე ანგარიში სამუშაოს მიმდინარეობაზე, ადრესატების სიაში ჩავსვათ მეილით მიმოწერისას, რათა თავი დავიზღვიოთ და საქმის კურსში ვამყოფოთ ყველა საკითხზე.

იკითხეთ “სინერჯი ჯგუფის წიგნები” და იპოვეთ საშუალებები თქვენს წინაშე მდგარი ამოცანების უკეთესი ხარისხით გადასაჭრელად.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

1 კომენტარი to “რა ვქნათ, როცა ხელმძღვანელს ჩვენთვის დრო არ აქვს”


  1. papuna
    on Nov 1st, 2012
    @ 09:20

    გული მომიკვდა ეხლა :( და ძალიან შემრცხვა ჩემი საქციელის გამო

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება